ლუდი ხევსურული …
პირველად დაახლოებით 1 თვის წინ დავსინჯე, მაგრამ მას შემდეგ უკვე მეორედ შევიძინეთ ოჯახში. ძალიან მომეწონა! მწარმოებელია ლუდსახარში ზედაზენი. ლუდ ხევსურულს თავისი Facebook გვერდიც კი აქვს. ნახევარ ლიტრიანი ბოთლის ფასია 1.9 ლარი [მარკეტის ფასი].
3 მიზეზი მაქვს, რატომაც ხევსურულ ლუდს შემდეგ ჯერზეც ვიყიდი:
- ხევსურეთმა შემოგვინახა ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიცია. სწორედ ამ ტრადიციებზე მზადდება ლუდი ხევსურული. ეს ჩემთვსი ფასეულია!
- ქართულია და კარგია! გემო სპეციფიკური აქვს, სუნიც.
- შეფუთვა მომწონს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამას ყურადღებას ვაქცევ.
2 რამეს შევთავაზებდი მწარმოებელს მხოლოდ:
- Facebook გვერდის გააქტიურება, ამ შემთხვევაში თავად ზედაზენის;
- ჩაერთეთ გამოფენა-გაყიდვაში „kar.ge ქართული ქარვასლა“, რომელიც 26-27 სექტემბერს ჩატარდება;