აჭარა, შუა ჩაქვი, ჯანსაღი გარემო და ამ გარემოში გამოზრდილი წიწილა … ეხლა წარმოიდგინეთ ეს აჭარელი წიწილა შემწვარ-მოხრაკული ნიორ წყალში თქვენს მაგიდაზე … იფ, იფ … გაიცანით კოოპერატივი – „შუა ჩაქვი“, რომელიც ქათმის ხორცის ბაზარზე უმძაფრესი კონკურენცის პირობებში ბრძოლაში ერთვება და რაც მთავარია წარმატებულად.
შუა ჩაქვი 2014 წელს შეიქმნა და საქმიანობის დაწყებიდან სულ მალე ENPARD-ის პარტნიორის – ENPARD აჭარასგან 3 ინკუბატორი მიიღო საჩუქრად. 700-800 წიწილის გამოჩეკა თვეში კარგი დასაწყისია, რომელსაც გაფართოვებაც მოჰყვა თან. აქცენტი მეხორცე ჯიშზე გაკეთდება. კოოპერატივი ყიდის როგორც თავად წიწილას, იხვის ჭუკს და ქათმის ხორცს.
დასაფასებელია, როცა კოოპერატივი „შუა ჩაქვი“ ქათმის ხორცს აწარმოებს და ბაზარზე გააქვს, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება იხვის ხორცის თემა. ვფიქრობ იხვის ხორცით უფრო შეიძლება ბაზარზე დიფერენცირება ვიდრე ქათმის ხორცით და ამ მხრივ არის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შანსი. ეს პერსპექტიული მიმართულება მგონია სამომავლოდ. ამ ეტაპზე კი იხვის ჭუკების რეალიზაციაც საკმაოდ შემოსავლიანი საქმე ყოფილა კოოპერატივისთვის.
ეხლა მთავარიამ მომენტში კოოპერატივს გაყიდვაში აქვს ქათმის ხორცი, კილოგრამი 5 ლარად. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით ბნ. ლაშა ცეცხლაძეს 574 70 30 77.
ყოველ ჯერზე, როცა ქათმის ხორცს ვყიდულობთ, ჩემი და ჩემი ოჯახის არჩევანი მხოლოდ ქართული წარმოების ქათმის ხორცზე ჩერდება თუნდაც იგი იმპორტულზე ძვირი ღირდეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ქართულ პროდუქტში გადახდილი ფული ქართველ დასაქმებულთან მიდის ხელფასის სახით, ქართულ ბიზნესს აძლიერებს და ქართულ სახელმწიფოს განვითარებას წაადგება. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ქათმის ხორცის ქართველი მწარმოებლებიც გვიწყობენ ხელს, რომ მათი პროდუქტი შევიძინოთ.