ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გამრყვნელი წამახდენელი სენი

გამრყვნელი და წამახდენელი სენი … ილია ჭავჭავაძე

“უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია”

ილია ჭავჭავაძე, 1837-1907

 

უნდა ვაღიარო, რომ ესეც ნიჭია – „აქო“ ადამიანი მაშინაც კი, როცა სრულიად საპირისპიროს ფიქრობ მასზე თან ისე, რომ ეჭვიც კი ვერ აიღოს. თუმცა არის ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ამ საკითხში “ივარჯიშო” კიდეც … ჩვენი ტელეშოუები და იქ ჟიურიში მყოფი ადამიანები. ხანდახან მიკვირს კიდეც სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია პირფერობაში!

ეფექტური კომპლიმენტების ხშირად თქმა ჩემს ძლიერ მხარეებში არ შედის, მაგრამ თუ ვამბობ, შინაარსსაც ვატნევ კიდეც. როგორც ჩანს ამ უნარის განვითარებაზე მუშობა მომიწევს, რადგანაც თუ ილიას დავუჯერებ ქართულ საზოგადოებაში „გველის ხვრელიდან გამოსაყვანად“ „ენა ტკბილად მოუბარი“ აუცილებელი წინაპირობაა.

როგორც ჩანს „ვაზელინი“ ილიას დროსაც „მოდაში“ ყოფილა …