კამპა ბროწეული, შემდეგ კამპა ალუბალი. ეხლა კი კამპას 200 მილილიტრიანთან „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მესამე წევრი მოვიწვიო kar.ge-ზე. გაიცანით კამპა ტროპიკი ... 70 თეთრი ღირს, გემრიელი ნექტარია, ქართულია! მეტი მიზეზი საჭირო არ არის საიმისოდ რომ იყიდოთ. მწარმოებელია campa.
ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში არაქართულ წვენს იყიდის იმ ფონზე როცა ამდენი წვენი და ნექტარი იწარმოება ადგილზე, ცალი ფეხით არის ჩამოსაკიდებელი! არადა იმდენია ასეთი, რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ჩამოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩება …
მე ყოველთვის ასე გავაკეთებ და სხვასაც მოვუწოდებ: ვიყიდოთ მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქცია და არა მხოლოდ ვიყიდოთ, არამედ ღიად გავაკეთოთ ეს, საჩვენებლად და სხვასაც მოვუწოდოთ, რომ ქართული იყიდოს!
იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂