ეს ვიდეო მარტივად, გასაგებად, სახალისოდ და რაც მთავარია სულ რაღაც 1 წუთში აგიხსნით თუ რა როლი აქვთ თანამედროვე კოოპერატივებს ქართული სოფლის განვითარებაში და რა არის საჭირო მის შესაქმნელად. არ გეგონოთ სსრკ-ს დროინდელ დრომოჭმულ კონცეფციაზე გესაუბრებოდეთ. საუბარია თანამედროვე ფერმერულ კოოპერატივებზე, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გარდატეხის მოხდენა ქართულ სოფელში. ENPARD პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ გარდატეხას ისახავს მიზნად.
მაგალითად ეს არის თორნიკე, მცირე ზომის ფერმერი, აქვს მცირე მიწის ნაკვეთი და როგორც ქართველი ფერმერების უმრავლესობას, მასაც ჰყავს ძროხა. ის ამუშავებს საკუთარ მცირე მიწის ნაკვეთს. სოფელში მის გარდა სხვა ფერმერებიც არიან და მათ ყველას ერთნაირი პრობლემები აქვთ – მცირე ნაკვეთი. ამიტომ ისინი ქმნიან საერთო კოოპერატივს. არსებობს რამოდენიმე სახის კოოპერატივი …
დანარჩენი ნახეთ ვიდეოში …