მე ძალიან მიყვარს შებოლილი პროდუქცია …
მისი გემო ბავშვობიდან მახსოვს. ჯერ კიდევ სკოლიდან, როცა ქუთაისის მე-3 სკოლის ბუფეტში 10 კაპიკად პურის ნაჭერზე დადებული ძეხვის ნაჭერს ვყიდულობდი, ან ვერ ვყიდულობდი.
მარშეს შებოლილი სკუმბრია ჩვენი გმირია დღეს. 13 ლარი ღირს კილოგრამი. პრაქტიკულად ყველგან შეიძლება შეგხვდეთ. მე უბნის მარკეტში ვიყიდე ჩემს საცხოვრებელთან ახლოს.
უგემრიელესია! სიმართლე გითხრათ მაინცადამაინც არ მომწონს თავის წვენში როცაა, ეს თითქოს არბილებს ხორცს, თან ოდნავ თითქოს გემოსაც უცვლის, მაგრამ ეს არაფერი. შეფუთვაც ფრიად ინფორმატიული და ლამაზია.
მარშე გუდვილის ბრენდია. მარშეს სახელით ძალიან ბევრი სახის საკვები პროდუქტი და ნახევარფაბრიკატი გამოდის. ხშირად ვყიდულობთ ხოლმე ოჯახში. მიხარია რომ საქართველოში არის ასეთი წარმოება, რომელსაც შეიძლება ენდო!