ცოლი ადრე მოვიდა სამსახურიდან და ქმარს ახალგაზრდა ქალთან შეუსწრო.
– უნამუსო! ასე უხდი მადლობას შენი შვილების დედას?! მოვითხოვ განქორწინებას!
– მოიცადე, მოგიყვები როგორც იყო ყველაფერი.
– არ ვიცი, რა უნდა მომიყვე, მაგრამ ეს იქნება შენი უკანასკნელი სიტყვები, რომელსაც მოვისმენ!
– ვბრუნდებოდი სამსახურის მერე, -დაიწყო ქმარმა, -ხელი დამიქნია საწყლად ჩაცმულმა გოგონამ. შემეცოდა და გავუჩერე მანქანა. მითხრა, რომ 3 დღე არაფერი ეჭამა. შემებრალა და შინ მოვიყვანე, ვაჭამე შენი გუშინდელი ვახშამი, ხო თქვი, რომ გახდომა გინდა და არ ჭამე. ხარბად მიეძალა და 2 წუთში გადასანსლა. ვკითხე, ბანაობა ხომ არ სურდა. სანამ ბანაობდა, ელდა მეცა მისი დაძენძილი ტანსაცმლის გამო. მოვუტანე შენი ჯინსები, რომლებსაც დიდი ხანია არ იცმევ, რადგან აღარ ეტევი. ვიპოვე ბლუზაც, რომელიც დაბადების დღეზე გაჩუქე და დამიწუნე, გემოვნება არ გაქვსო. გადავწყვიტე ჟაკეტიც მიმეცა, ჩემმა დამ რომ გაჩუქა და შენ ჯინაზე არ იცმევ. მერე ფეხსაცმელებზე დავხედე და შევთავაზე ისინი ძვირფას ბუტიკში რომ გიყიდე, მაგრამ არ იცმევ, რადგან ჩემს მდივანს აცვია.
ისეთი მადლიერი იყო, როცა ვაცილებდი, თვალზე ცრემლმორეულმა მკითხა: – იქნებ, კიდევ გაქვთ რამე, რასაც თქვენი ცოლი არ ხმარობსო?