წარმოიდგინეთ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი რომ დაიკავოს … კარგი, კარგი, მივხვდი … მაშინ აი ქართველ მორაგბეთა ნაკრები რომ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილზე? ხო მაგრად გაგიხარდებოდათ?
ზუსტად მასე უხარია ეხლა ქართულ მარკეტინგულ საზოგადოებას, ყველას, ვინც კონკრეტულად სარეკლამო ინდუსტრიასთან აქვს შეხება; სწორედ ამ დონის გამარჯვებას ზეიმობს ამ დღეებში ეს საზოგადოება. კომპანია ლივინგსტონი, რომელმაც კანიდან ლომი „ჩამოიყვანა“, ბრინჯაოს ლომი კამპანიისათვის, რომელიც ნატახტარის ლუდი 34-სთვის გაკეთდა დაახლოებით 3 თვის წინ.
კამპანია რაღაც ეტაპზე მეც შემეხო და მაშინ ეს სტატია დავწერე kar.ge-ზე. თან მახსოვს, როცა Youtube-ის ქვემოთ ვიდეოზე ასეთი განცხადება გავაკეთე კრიტიკაც კი მომხვდა მაგრამ აჰა შედეგი 🙂
ვიდეოში მოკლედ არის აღწერილი რაში მიიღო leavingstone-მა ეს ლომი.
გილოცავთ ბიჭებო!
PS.
… აიწყვეტს ეხლა ეს ლომი, ირბენს ქუჩებშიც, ვებსაიტებზეც და ადამიანების ტვინებშიც. ოღონდ საშიში არ არის, თვინიერია, ბრინჯაოსია …