რაც მე მზესუმზირები გამისინჯავს, ზოგი უფრო გემრიელია, ზოგს უფრო დიდი კაკალი აქვს, ზოგი მარილიანია, ზოგი დიდ შეკვრაშია, ზოგი უფრო შეხრუკულია და ა.შ. ფასები მისაღები აქვთ ხოლმე. რომელიმე ერთი ამოჩემებული ბრენდი არ მაქვს, ამიტომ სხვადასხვას ვყიდულობ ხოლმე. ამჯერად PIPPA-ს 100 გრამიანი შევიძინე ფუდმარტში 0.85 ლარად.
ისე, რა ეშველებოდათ ქართველ ახალგაზრდობას მზესუმზირა რომ არ არსებობდეს?! 3 წლის შეფუთული მზესუმზირა ახალი ხილი იყო, ეხლა კი … იმდენია, რომ მოხუცები უმუშევარი დარჩნენ. სკოლებთანაც ვეღარ ყიდიან ვერაფერს …
PIPPA ჯორჯიან ბეიქერსის ბრენდია, სექსოთერმოდინამიკური იმიჯით …
თქვენც PIPPA-ს აკნატუნებთ?