“როცა ყველაფრის შეცვლა საშიშია, არაფრის შეცვლა – უფრო საშიში.”
შეთავაზება განკუთვნილია მსხვილი ბიზნესის მფლობელებისთვის (10+ მლნ ბრუნვა / 30+ თანამშრომელი), რომლებიც დაიღალნენ ქაოსით, უძილო ღამეებით და ბიზნესში საკუთარი ჯიბიდან ფულის მზარდი ინექციებით.
თუ მზად ხართ რადიკალური ცვლილებებისთვის და გსურთ ქაოსიდან 7+ნიშნა მოგებაზე გადასვლა, ყურადღებით გაეცანით ბიზნესის ტრანსფორმაციის რეალურ ისტორიას და დამიკავშირდით.
!!! გაუთქმელობის (NDA) შეთანხმების გამო, კომპანიის სახელს, ინდუსტრიას, მომსახურების წელს და სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ვერ ვასახელებ. თუმცა, ქაოსის მასშტაბის, ტრანსფორმაციის გზის და მიღებული შედეგის აღწერა ზუსტია.
1. პრობლემის “აისბერგის წვერი”: ბრუნვა – მრავალმილიონიანი, მოგება – 0, სალარო – ცარიელი.
მიკავშირდება ბიზნესის მფლობელი.
ბიზნესს X მილიონიანი ბრუნვა აქვს.
ასამდე ადამიანს ასაქმებს.
ერთი შეხედვით ყველაფერი მუშაობს.
პროდუქცია იწარმოება და იყიდება.
მომსახურების მიწოდება ხდება.
შეკვეთები სრულდება.
თუმცა,
ბრუნვა მილიონებშია, ფული შემოდის, მაგრამ საჭირო დროს ხელფასების გასაცემი საკმარისი ფულიც კი არასდროს არის.
ბიზნესი დიდია, მაგრამ ყველაფერს ისევ ერთი ადამიანი – მფლობელი წყვეტს
ბიზნესი აღარ იზრდება ბოლო სამი წელია.
სამაგიეროდ ხარჯები იზრდება და ვერავინ ხსნის რატომ. გროვდება მზარდი ბუღალტრული ზარალი.
კულუარული ჭორების, ფავორიტიზმის და ხელფასებზე ფარული გარიგებების გამო ბიზნესი პროფესიონალებს კარგავს.
თითქოს ყველა თავისი საქმითაა დაკავებული, მაგრამ საბოლოოდ გასაკეთებელი მაინც არ კეთდება.
შესაძლებლობები იკარგება ქაოსისა და გაუგებარი მიზეზების გამო.
გაუტარებელ ხარჯებს დიდი ხანია არავინ ანგარიშობს.
ამიტომ დამფუძნებელი იძულებულია საკუთარი ჯიბიდან ყოველთვიურად სულ უფრო მეტ ფინანსური ინექცია აკეთოს ბიზნესში.
მისთვის ბოლო წლები ნერვიულობაში, უძილო ღამეებსა, და უამრავი დროის/ფინანსების ხარჯვაში გავიდა.
დიდი ხანია მიხვდა, რომ ცვლილებებია საჭირო.
მაგრამ ერთია იცოდე საიდან დაიწყო და რა შეცვალო.
მეორეა შეგეძლოს ისე გააკეთო ეს, რომ საქმე არ გააფუჭო.
მის ადგილზე საფრთხილო იყო საკუთარი ხელით ნებისმიერი ცვლილების განხორციელებაც.
არსებობდა კომპანიის ხელში შემონგრევის სერიოზული რისკი.
2. პრობლემის ანატომია
წამყვან პოზიციებზე დამფუძნებლის ახლო მეგობრები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
თითოეული თავის მიმართულებას თავისებურად უძღვებოდა.
მოქმედებდა „დაფარული შეთანხმებები“ ხელფასებზე, როგორც მენეჯერებთან, ისე თანამშრომლებთან.
ყველა მენეჯერს თავად აჰყავდა ახალი თანამშრომელი.
ძმაკაცობის გამო მენეჯერები ვერაფერს უბედავდნენ დამფუძნებელს.
ვერც ერთმანეთს სთხოვდნენ პასუხს და ვერც დაქირავებულ თანამშრომლებს.
ყოველი თვე ახალი ხალხის მიღებისა და ძველების გაშვების კარუსელად იყო ქცეული.
დამფუძნებელი ამ ბრძოლაში მარტო იყო.
მას არავის ნდობა აღარ ჰქონდა უკვე.
სიმართლეს ვერავის ეუბნებოდა, რომ პანიკა არ დაეთესა.
გარედან წარმატებულის ნიღაბს ატარებდა, საკუთარ ეჭვებსა და გეგმებს კი ვერავის უზიარებდა.
სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ხშირად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა რა დროსაც პროცესებზე ისედაც ზედაპირულ კონტროლს სრულად კარგავდა.
და როცა ამ ქაოსმა ყოველგვარი ზღვარი გადალახა, მან თავად მომძებნა.
3. ჩემი პირობა: შედეგი დადგება, მაგრამ პროცესი იქნება მწარე
შევთანხმდით ორ მთავარ პრინციპზე: ა) სრული კონფიდენციალურობა (NDA), და ბ) მე განვახორციელებ ცვლილებებს როგორც საჭიროდ ჩავთვლი.
ჩემი პრინციპული მოთხოვნა: სრული “კარდ ბლანში”.
ასევე “ღია ჩეკი” უშუალოდ ტრანსფორმაციის ხარჯებისთვის.
მუშაობის ფორმატი: უპირატესად დისტანციური.
ეს გამორიცხავდა შიდა “კლანებთან” ჩემს დაახლოებას და უზრუნველყოფდა მიუკერძოებლობას.
უშუალოდ ფიზიკურად ჩართვის დროს და ადგილს განვსაზღვრავდი საჭიროებიდან გამომდინარე თავად.
მთავარი სტრატეგიული საკითხების შეთანხმება ხდებოდა მხოლოდ დამფუძნებელთან.
აღსრულება/ტაქტიკა – ჩემს მიერ ჩემი შეხედულებისამებრ და საქმის ინტერესების მიხედვით.
ანუ, მე დავგეგმავდი და აღვასრულებდი შედეგის გარანტიით!
4. დიაგნოსტიკა და ტრანსფორმაციის გეგმის შემუშავება
მოქმედებაზე გადასვლამდე აუცილებელი იყო ზუსტი დიაგნოზი.
ჩავატარე სიტუაციის სრული აუდიტი.
ჯერ გარედან, კლიენტის რანგში, გარკვეული მომსახურების შესყიდვით, რა დროსაც მთლიანად გავიცანი სისტემა მომხმარებლის თვალით.
შემდეგ უკვე ოფიციალურად გავეცანი ყველას, როგორც კონკრეტული მიზნით მისული ადამიანი სპეციალური მანდატით.
ამას მოჰყვა ინდივიდუალური გასაუბრებები პერსონალთან, სტრატეგიული დაგეგმვის სესიები, ფინანსური დოკუმენტების ღრმა ანალიზი და ა.შ.
რეალობა ზედაპირზე ამოვიტანე, რომ დამენახა ობიექტური სურათი.
ამის საფუძველზე შეიქმნა ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამფუძნებელთან შეთანხმდა და მყისიერად ჩაეშვა აღსრულებაში.
ჯამში 1 თვეც არ დასჭირდა ამ ყველაფერს.
5. ბიზნესის ტრანსფორმაცია
ცვლილებები არ დანერგილა ეტაპობრივად.
ყველა მიმართულებით რეფორმა დაიწყო ერთდროულად, ერთი ხელის მოსმით, კომპანიის თითოეული თანამშრომლის ჩართულობით, რათა ძველი ქაოსის სისტემას წინააღმდეგობის გაწევის შანსი არ ჰქონოდა.
ბლოკი ა: სტრატეგია და ბიზნეს მოდელი
სტრატეგია
პრობლემა: აქამდე კომპანიას არ ჰქონდა არათუ გრძელვადიანი სტრატეგია, არამედ ყველაფერი თვითდინებაზე იყო მიშვებული 100% რეაგირების რეჟიმში.
ცვლილება: სტრატეგიული გეგმა პრაქტიკულად შემუშავდა ყველა რგოლის მონაწილეობის შედეგად ისე, რომ საბოლოო პროდუქტში ყველა გრძნობდა თავის წვლილს. ეს კრიტიკული ეტაპი იყო, რომლის გარეშეც, თითოეული რგოლის მიერ მომავლის ხედვის გაზიარების გარეშე, ტრანსფორმაციის პროგრამის წარმატებული განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
ბიზნეს მოდელი
პრობლემა: აქამდე კომპანიას განსაზღვრული არ ჰქონდა პრიორიტეტული მიმართულებები. კომპანია აკეთებდა ყველა დაკვეთას და მიდგომა ყველა ტიპის საქმის მიმართ იყო ერთი, ერთი საფასო სისტემით. ფასწარმოქმნა იყო ე.წ. “ჯადოქრობა”, რომელიც მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ და ისიც ისე, რომ ასახსნელადაც და გასაგებადაც ერთნაირად რთული იყო.
ცვლილება: პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით ზუსტად გაიწერა რას გააკეთებდა კომპანია თავად, რაში დაიხმარდა გარე მომწოდებლებს. ჩემს მიერ გაკეთდა ფასის კალკულატორი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში რიგითი დამლაგებელიც კი გააკეთებდა ნებისმიერი სერიოზული პროექტის კალკულაციას. უკვე რეალურად განისაზღვრებოდა მარჟები თითოეულ საქმეზე და არა პიროვნების გადაწყვეტილებით და “ბრმად”. ამან რეალურად შესაძლებელი გახადა მომგებიანობა აზრიანად ჩადებულიყო ყოველ საქმეში მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
რეზერვები
პრობლემა: აქამდე კომპანიას არასდროს ჰქონდა სარეზერვო კაპიტალი სეზონური ფლუქტუაციების დასაძლევად.
ცვლილება: ყოველი შემოსავლის კონკრეტული % დაკვალიფიცირდა როგორც რეზერვი, რომელიც მუდმივად უნდა “გადაედო” ორგანიზაციას, რომ ფლუქტუაციები დაებალანსებინა. ამან გამოიწვია ნაღდი ფულის დეფიციტის სრული აღმოფხვრა და რადიკალურად დაასტაბილურა ფინანსური მდგომარეობა ერთი ხელის მოსმით.
ბლოკი ბ: მართვა და რადიკალური გამჭვირვალობა
მენეჯერული აღრიცხვა
პრობლემა: აქამდე უბრალოდ არ არსებობდა კომპანიის მდგომარეობის ერთიანი სურათი არცერთ დონეზე.
ცვლილება: თავიდან პროექტების მართვის სისტემის დანერგვით, შემდეგ კი ERP სისტემის დანერგვით, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო ორგანიზაციის მდგომარეობის ერთიანი სურათის დანახვა და გააზრება როგორც ორგანიზაციულად, ასევე ფინანსურად. და რაც მთავარია 1 გვერდზე და მაქსიმუმ 3 წამში (ერთ დახედვით).
შეხვედრების რეგლამენტი
პრობლემა: აქამდე თათბირები იყო დაუსრულებელი და უშედეგო დროის კარგვა.
ცვლილება: დაინერგა შეხვედრების რეგლამენტირებული სისტემა. საერთო თათბირი ტარდებოდა კვირაში ერთხელ, იწყებოდა ზუსტად დროზე, მას მხოლოდ მე ვუძღვებოდი და 7 წუთზე მეტს არ გრძელდებოდა. ყველა საქმიანი შეხვედრა ინიშნებოდა ოპერატიულად და შედეგად ყველა დავალება მიეკუთვნებოდა კონკრეტულ პასუხისმგებელს, რომელსაც ის უნდა დანიშნულ დროში შეესრულებინა. შესრულებაზე მიება სტიმულირების სისტემა.
რადიკალური გამჭვირვალობა
პრობლემა: კულუარული ჭორები, ფავორიტიზმი და ხელფასებზე ფარული გარიგებები შიგნიდან ტეხდა გუნდის მოტივაციას და ამყარებდა უსამართლობის განცდას.
ცვლილება: დაფარული შეთანხმებების დრო დასრულდა. შეხვედრებზე ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ძველი “კვაზი” სისტემა საერთოდ გაუქმდა და ჩანაცვლდა ახლით. ჩამოყალიბდა შიდა კომუნიკაციის გამართული სისტემა. ყველა თანამშრომლის ხელფასიც კი ღიად გამოიკრა განცხადებათა დაფაზე მათივე ფუნქციებთან ერთად.
ბლოკი გ: აქტივები და ინფრასტრუქტურა
საოფისე ინვენტარი
პრობლემა: კომპანია მუდმივად ყიდულობდა ახალ ტექნიკას/ინვენტარს, თუმცა ძველი სად მიდიოდა, ან რა ემართებოდა, ან რა მდგომარეობაში იყო, ან რატომ არ რემონტდებოდა, არავინ იცოდა. მუდმივად ხდებოდა აქტივების უხილავი ფლანგვა/დაკარგვა/დაზიანება/არამიზნობრივი გამოყენება.
ცვლილება: ჩატარდა ავეჯის, ინვენტარის, დანადგარების, ტექნიკის და ტრანსპორტის სრული აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და რეკონფიგურირება/რემონტი. თითოეულზე განისაზღვრა პასუხისმგებელი პირი სათანადო საჯარიმო სანქციებით დაკარგვა/დაზიანებაზე. დაინიშნა სათანადო მაკონტროლებელიც. და პრობლემაც 100% დასრულდა.
საოპერაციო ინფრასტრუქტურა და სერვისი
პრობლემა: სისტემები ფუჭდებოდა მოულოდნელად, პროცესები ჩერდებოდა და რემონტები რატომღაც გაუმართლებლად დიდი თანხები ჯდებოდა. გამოვლინდა შიდა პერსონალის მიერ პროცესების ხელოვნური შეფერხების ფაქტებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ცვლილება: აღირიცხა ყველა აქტივის მუშაობის ციკლი და შეიქმნა გეგმიური ტექნიკური მომსახურების სისტემა. დაკონტრაქტდნენ გარე შემსრულებლები, ხოლო არაკეთილსინდისიერი კადრები პირადად გავათავისუფლე. და პრობლემაც მყისიერად აღმოიფხვრა.
მარაგები
პრობლემა: კომპანიის მატერიალური ბაზა (საწყობი) იყო დიდი „შავი ხვრელი“ – მასალები იკარგებოდა და ნაშთები არ ემთხვეოდა.
ცვლილება: ნედლეულისა და მასალების აღრიცხვა დავიყვანეთ “უკანასკნელ ჭანჭიკამდე”. განისაზღვრა: რა შემოდის, რა გადის და კონკრეტულად ვის მიერ / რისთვის. დაინერგა ანგარიშგების და კონტროლის ციფრული სისტემა.
საოპერაციო ხარჯები და ტრანსპორტირება
პრობლემა: ტრანსპორტირებისა და საწვავის (ასევე სატრანსპორტო ჯარიმების) ხარჯი უსისტემოდ იზრდებოდა, კომპანიის აქტივები კი პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. გროვდებოდა საგზაო ჯარიმები, რომლებიც გადაუხდელობის გამო კიდევ იზრდებოდა.
ცვლილება: დაიწყო ავტომობილებისა და გადაადგილების სრული კონტროლი და ხარჯების ნორმირება. დაწესდა პერსონალური ფინანსური პასუხისმგებლობა სამუშაო პროცესში დაშვებულ საგზაო თუ საოპერაციო დარღვევებზე. ამან საერთოდ მოხსნა ნებისმიერი დამატებითი ხარჯი და გაამარტივა პროცესი.
ბლოკი დ: მომარაგება & მომწოდებლები
შესყიდვების ერთიანი სისტემა
პრობლემა: აქამდე არათუ დირექტორებს, არამედ თითოეულ მენეჯერს შეეძლო მოეთხოვა კონკრეტული ინვენტარით მომარაგება, აეღო ბუღალტერიიდან ფული, წასულიყო და ეყიდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის ფინანსური ქაოსი, რასაც მსგავსი მიდგომა იწვევს ორგანიზაციაში.
ცვლილება: დაინერგა შესყიდვების ერთიანი სისტემა, სადაც ყველა თანამშრომელს შეეძლო წარმოედგინა თავისი საჭიროებები ერთ წერტილში, ერთიანი სია შეიკრიბებოდა დირექტორთან და მისი ვიზირების და ჩემი თანხმობის შემდეგ ხდებოდა ნებისმიერი შესყიდვა.
მომწოდებელთა ერთიანი ბაზა
პრობლემა: აქამდე არ იყო მომწოდებელთა ერთიანი სურათი, თუ რომელი პარტნიორი ან პოტენციური პარტნიორი რა კონკრეტულ პროდუქციას ან მომსახურებას აწვდიდა ორგანიზაციას.
ცვლილება: მნიშვნელოვანი დრო დასჭირდა ერთიანი მონაცემთა გაახლებადი ბაზის შექმნას. ამის შემდეგ ზუსტად განისაზღვრა თითეული მომწოდებლის როლი და ფუნქცია, რამაც პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა გაურკვევლობა ყოველი კონკრეტული დაკვეთის შემსრულებელი რგოლების შერჩევის შესახებ.
ბლოკი ე: ადამიანური რესურსები და დისციპლინა
გუნდი
პრობლემა: ადამიანები მუშაობდნენ მკაფიოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების გარეშე, და არავინ იცოდა თავისი იურიდიული თუ ფუნქციური ჩარჩო. ყველა ყველას ავალებდა ყველაფერს. ხელფასები სპონტანურად გაიცემოდა.
ცვლილება: შეიქმნა მონაცემთა ბაზა – ხელშეკრულებებიდან სამუშაოს აღწერილობებამდე თითოეულ თანამშრომელზე. ხელფასების გაცემის ვადები დაფიქსირდა ზუსტად.
პასუხისმგებლობა
პრობლემა: გეცოდინებათ როგორია როცა “უნდა კეთდებოდეს”, “უნდა გაკეთებულიყო”, მაგრამ არ გაკეთდა.
ცვლილება: პრინციპული გადაწყვეტილება იყო პერსონალური პასუხისმგებლობის სისტემის დანერგვა. კონკრეტული ადამიანი პასუხისმგებელი იყო კონკრეტულ ფუნქციაზე, კონკრეტულ ინვენტარზე, კონკრეტულ საკითხზე. რამე დაიკარგა? ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი. რამე არ შესრულდა? ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი. შედეგი არ დადგა? ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი.
ტოქსიკური კადრების გაშვება
პრობლემა: კომპანიაში იყვნენ ძველი „ხელშეუხებელი“ თანამშრომლები, რომლებიც საქმის გაკეთების ნაცვლად ფაქტობრივად საბოტაჟით იყვნენ დაკავებულნი და სხვებსაც “წამლავდნენ”.
ცვლილება: პერსონალის დაახლოებით 12%-მა ახალ რეალობას ფეხი ვერ აუწყო და კომპანია ან თავისი სურვილით დატოვა ან მე გავათავისუფლე. ნაწილმა მუშაობის დისტანციურ ფორმატში გადაინაცვლა.
გუნდის სტიმულირება
პრობლემა: მენეჯერებს შეეძლოთ ფულის გაცემა დამფუძნებლის ზურგს უკან, პირადი სიმპათიების თუ „საჭიროების“ მიხედვით.
ცვლილება: დაინერგა სტიმულირების (მათ შორის ბონუსებიც) სისტემა, რომელიც პირდაპირ მიება ადამიანის დამსახურებებს და კომპანიის რეალურ ყოველთვიურ მოგებას. პარალელურად ამოქმედდა მკაცრი ფინანსური ჯარიმები დარღვევებზე. ბუღალტერია ხელფასებს გასცემდა მხოლოდ ჩემი ვიზირების შემდეგ ჩემს მიერ მითითებული რაოდენობებით ყველა თანამშრომელზე, გენერალური დირექტორიდან დამლაგებლამდე.
სამუშაო გარემო
პრობლემა: ელემენტარული პირობების არქონა (მოუწესრიგებელი ოფისი, წარმოება, ტრანსპორტი, სასადილო, გაწერილი შესვენების დროის არქონა) იწვევდა როგორც ხალხის უსამართლო დემოტივაციას, ასევე მუდმივ დენადობას.
ცვლილება: სრულიად გადაკეთდა ოფისი, მოწესრიგდა და სრულად აღიჭურვა სივრცეები თანამშრომლებისთვის, ადამიანურად განისაზღვრა შესვენების დროები, რამაც შიდა კულტურა რადიკალურად შეცვალა უმოკლეს დროში.
დისციპლინა
პრობლემა: სისტემატური დაგვიანებები და სამუშაო საათების უგულებელყოფა იწვევდა ოპერაციულ კოლაფსს, რადგან პროცესები დროულად არ იწყებოდა. თამბაქოს მოსაწევი სივრცე ყველაზე “სოციალური” ლოკაცია გახლდათ.
ცვლილება: დაწესდა მოსვლა-წასვლის მკაცრი ელექტრონული აღრიცხვა. ყოველი არასანქცირებული დაგვიანება ავტომატურად ისჯებოდა ფინანსური ჯარიმით, რამაც სამუშაო ეთიკა მყისიერად აღადგინა კომპანიაში. კომპანიის მოგებიდან გამომდინარე თითოეულ თანამშრომელს ეკუთვნოდა დანამატი ხელფასზე თავისი პოზიციური კოეფიციენტის მიხედვით. ეს დანამატი ჯერ ჯარიმებით მცირდებოდა, შემდეგ კი თუ ეს ჯარიმები დანამატს გადააჭარბებდა ხელფასი უმცირდებოდა. ამ სისტემამ მყისიერად დაალაგა დისციპლინა.
გუნდის ახალი წევრების ადაპტაცია
პრობლემა: ახალი თანამშრომელი ადაპტაციას არ გადიოდა კომპანიაში მოსვლის დღიდან. ეს ქმნიდა პრობლემებს.
ცვლილება: შეიქმნა რეკრუტინგის ერთიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ყოველი ახალი თანამშრომელი პირველივე დღიდან “ებარებოდა” კვალიფიციურ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იყო 2 კვირის განმავლობაში მის სრულ ადაპტაციაზე.
თანამშრომლების ტრენინგები
პრობლემა: მაგალითად, გაყიდვების გუნდს უჭირდა მომსახურების/პროდუქტის გაყიდვა. ხშირად კლიენტებთან მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰქონდა.
ცვლილება: მოწვეული ტრენერის მიერ ჩატარდა პრაქტიკული მოლაპარაკებების ინტენსიური ქოუჩინგ-სესია რეალური სცენარების სიმულაციით. გუნდმა ისწავლა პროდუქტის ღირებულების სწორად ჩვენება, რამაც პირველივე თვეში მოიტანა შედეგი. გარდა ამისა დაინერგა სისტემა, რომ თუ ვინმეს მის პოზიციასთან დაკავშირებული ტრენინგის გავლის სურვილი ექნებოდა, ფასის 70% დაუფინანსებდა კომპანია. კომპანია ასევე გამოუყოფდა დროს ამ ტრენინგისთვის.
ბლოკი ვ: ბიზნეს პროცესები და რესტრუქტურიზაცია
რესტრუქტურიზაცია
პრობლემა: ორგანიზაციას სტრუქტურა პრატიკულად არ ჰქონდა. დუბლირებული ფუნქციები და ადამიანები, რომლებიც არასწორ ადგილას ისხდნენ, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ საქმის კეთებაში და ორგანიზაციის განვითარებასაც აბრკოლებდნენ.
ცვლილება: ჩამოყალიბდა მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურა, მოხდა ფუნქციების ხელახალი გადანაწილება, ადამიანების აღრიცხვა და მათი სამუშაო ადგილების ოპტიმიზაცია კონკრეტული ამოცანების მიხედვით. ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა ღიად გამოიკრა კიდეც, რომ თითოეულს დაენახა ვის არ შეეძლო მისთვის რაიმე მითითების მიცემა.
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
პრობლემა: მაგალითად, კლიენტების მოთხოვნები იკარგებოდა დეპარტამენტებს შორის გადამისამართებისას, რაც იწვევდა შეკვეთების ჩავარდნას და კლიენტების უკმაყოფილებას.
ცვლილება: ბიზნეს პროცესები გაიწერა კლიენტის პირველი ზარიდან პროდუქტის ჩაბარებამდე. განისაზღვრა წამყვანი რგოლები და ჩატარდა მათი ტრენინგი. მოხდა უამრავი სხვა ბიზნეს პროცესის გაწერა და ოპტიმიზაცია.
პროექტების მართვა და ფასწარმოქმნა
პრობლემა: არ არსებობდა პროექტების მართვის ერთიანი სისტემა. 0 აღრიცხვა. პროექტებზე ფასები დგინდებოდა სუბიექტურად. ეს იყო ჩიხური მდგომარეობა.
ცვლილება: დაინერგა პროექტების მართვის ციფრული გადაწყვეტა, დაინერგა მენეჯერული აღრიცხვისა და კონტროლის ციფრული მოდელი, აიგო ზუსტი საფასო კალკულატორი, ამოქმედდა ხარვეზების გამოვლენის ეფექტური სისტემა.
ბლოკი ზ: ინოვაციები, AI და ავტომატიზაცია
AI დანერგვის ნაბიჯები
პრობლემა: მიუხედავად არაერთი მცდელობისა ძირითადში ინდივიდუალურ დონეზე, მათ შორის AI და ავტომატიზაციის სპეციალისტების მოწვევისა და ტრენინგებისა, მაინც ხელშესახები ძვრები ვერ ხდებოდა AI დანერგვის მიმართულებით ისე, რომ ორგანიზაციას შედეგი ეგრძნო.
ცვლილება: ეტაპობრივად დაიწყო ბიზნეს პროცესების გაწერა, დანერგვა, ოპტიმიზება. ამან შესაძლებელი გახადა ორგანიზაციისთვის ისეთი AI ავტომატიზაციები დანერგილიყო, რომელიც კონკრეტულად მოქმედებდა შედეგზე. ნაბიჯები იდგმებოდა ფრთხილად და შედეგების მუდმივი ანალიზით.
მომხმარებელთან კომუნიკაცია
პრობლემა: შემოსული მოთხოვნების დამუშავება ხდებოდა ქაოტურად. ოპერატორები ვერ მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რის გამოც პოტენციური კლიენტების 80% ვერ ექცეოდა კუთვნილი ყურადღება.
ცვლილება: დაინერგა სისტემა, რომელიც ახდენდა ლიდების იდენტიფიცირებას, რომლებთანაც მუშაობა უფრო ეფექტურად წარიმართებოდა.
რუტინული პროცესების ავტომატიზაცია
პრობლემა: მენეჯერები დროის ნახევარზე მეტს ხარჯავდნენ ხელით რეპორტინგზე, ინვოისების გენერირებაზე, მონაცემების ერთი ცხრილიდან მეორეში გადატანაზე და უამრავ სხვა რუტინულ პროცესზე. ამ „ყრუ“ რუტინის გამო ზარალდებოდა საქმე.
ცვლილება: ავტომატიზაციის “ხელსაწყოების” დახმარებით გამარტივდა ბიზნეს პროცესები, რის შედეგადაც ადამიანური რესურსი სრულად მიიმართა კომპანიისთვის შედეგის მომტან საქმიანობაზე.
6. შედეგი: 100% გამჭვირვალე ორგანიზაცია და რეალური ზრდის დაწყება
საქმიანობების დაწყებამდე ბიზნესის ფინანსების და ოპერაციების 70%-მდე იყო ჩრდილში. ტრანსფორმაციის შედეგად ორგანიზაცია 100%-ით “გათეთრდა” და გახდა გამჭვირვალე.
აქ საუბარია მრავალმილიონიანი ბიზნეს საქმიანობის გათეთრებაზე.
უკვე მესამე თვიდან დამფუძნებლის მხრიდან პირადი ფულის ინექციები სამუდამოდ შეწყდა. კომპანიამ დაიწყო დამოუკიდებლად სუნთქვა.
მეოთხე თვიდან დამფუძნებელმა პირველად დაინახა რეალური, სუფთა მოგება თვის ჭრილში.
პირველი წლის თავზე კი პირველად 7-ნიშნა წლიური მოგება დაფიქსირდა.
რაც მთავარია, შეიქმნა მყარი ორგანიზაციული სტრუქტურა, რამაც გამოათავისუფლა ფინანსური და მენეჯერული რესურსი განვითარებისთვის – ახალი, სტრატეგიული მიმართულებების ასათვისებლად.
და დამფუძნებელმაც დაიბრუნა ბიზნესის კონტროლი და სიმშვიდე.
დღესაც, ეს ბიზნესი წლიდან წლამდე ახალ სიმაღლეებს იპყრობს!
მომსახურების პირობები
თუ აქამდე წაიკითხეთ, ე.ი. მსგავსი გამოწვევები თქვენც გაქვთ.
მე შემიძლია ტრანსფორმაცია მოვახდინო თქვენს ბიზნესშიც.
დიახ, მე აღვასრულებ კიდეც!
თუ თქვენი ბიზნესის ბრუნვა აღემატება 10,000,000 ლარს, და/ან თანამშრომლების რაოდენობა კი 30-ს, დამიკავშირდით.
მომსახურების ფასი ორი კომპონენტისგან შედგება:
1. თვეში 20,000 ლარი + დღგ (პროცესს ჩვეულებრივ 6 თვე სჭირდება).
2. ჩემს მიერ განხორციელებული ცვლილებების პროექტის შემდეგ პირველ საოპერაციო წელს დაფიქსირებული კომპანიის ნამატი მოგების 10%.
ტარიელ ზივზივაძე
📞 577 73 79 64 გამოაჩინე ნომერი
(ზარს ველი უშუალოდ ბიზნესის მფლობელისგან)
✉️ tariel.zivzivadze@gmail.com
სადიაგნოსტიკო FAQ
კომპანიაში ბიზნესის ტრანსფორმაციის საჭიროება, როგორც წესი დროთა განმავლობაში „ღვინდება“, და როგორც წესი მანამ არ ექცევა ყურადღება, სანამ უკვე ძვირი არ ჯდება.
რეალურად ასე ხდება: თქვენ, მფლობელი, თავდაპირველად იგრძნობთ / დაინახავთ კონკრეტულ სიმპტომს ან სიმპტომების ერთობლიობას: ფული არ რჩება, ბიზნესი აღარ იზრდება, ხარჯები უკონტროლოდ იზრდება, თქვენი როლი შეუცვლელი ხდება და ყველაფერზე თქვენთან მოდიან, კარგი თანამშრომლები მიდიან, და ა.შ.
სწორედ ამიტომ ბიზნესის ტრანსფორმაცია უნდა განიხილოთ არა მხოლოდ როგორც კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტა, არამედ როგორც შესაძლო პასუხი მაშინ, როცა ერთზე მეტი სიმპტომი ერთდროულად იჩენს თავს და მათი რაოდენობა როგორც წესი მზარდია.
მაგალითად, თუ გაქვთ შეგრძნება – ბრუნვა მაქვს მაგრამ ფული არ მრჩება, ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ფინანსური პრობლემა გაქვთ. მიზეზი შეიძლება იყოს ფასები, პროექტების ეკონომიკა, მარაგები, სამუშაო კაპიტალი, პროცესები, პასუხისმგებლობები, შიდა კონტროლი ან მენეჯმენტი – ერთი რომელიმე, ან ყველა ერთად.
იგივე ეხება მდგომარეობას, როცა მუდმივად ფულის ჩადება გიწევთ ბიზნესში. შეიძლება მიზეზი არა შემოსავლის სიმცირე, არამედ ფულის არაეფექტური გამოყენება, დაგვიანებული მოთხოვნები, ზედმეტი ხარჯები, დაბალი მარჟა ან არასწორად აწყობილი ოპერაციები იყოს.
სიმპტომის გამოჩენა ხშირად ნიშნავს, რომ უკვე გვიანია.
თუ პრობლემა ყოველდღიურად იგრძნობა, მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, უკვე გარკვეული დროის განმავლობაში არსებობს.
ამასთან, არსებობს მეორე შემთხვევაც. შეიძლება ჯერ სერიოზული სიმპტომი არ გქონდეთ, მაგრამ აღმოჩნდეთ ისეთ გარემოებაში, სადაც წესები იცვლება. მაგალითად, ახალი მფლობელი შემოდის, ახალი პარტნიორი მოდის, კომპანია სწრაფად უნდა გაიზარდოს, იწყებთ AI-ისა და ავტომატიზაციის დანერგვას, ან კომპანიის გაყიდვას გეგმავთ.
ამ დროს ჯერ კიდევ შეიძლება ფული არ იკარგებოდეს და ბიზნესი თითქოს კარგად მუშაობდეს. მაგრამ იცვლება გარემოება, შესაბამისად იცვლება თამაშის წესებიც. და როდესაც თამაშის წესები იცვლება, ორგანიზაციაც უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ დაიწყება შეფერხებები და უკვე ხილული სიმპტომები.
ამიტომ ბიზნესის ტრანსფორმაცია შეიძლება გახდეს საჭირო ორ შემთხვევაში:
1. უკვე გაქვთ განმეორებადი სიმპტომები;
2.ახალ გარემო პირობებში არსებული სისტემა უკვე აღარ არის ეფექტური.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიგანიშნებენ რომ რაღაც არ არის წესრიგში.
მდგომარეობა ბრუნვა მაქვს მაგრამ ფული არ მრჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალია დიდ ბიზნესში. თუ 10+ მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიას ხელფასების გასაცემად ფულის მოძებნა უჭირს, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, სად არის “გაჟონვა”.
შესამოწმებელია მინიმუმ:
- რეალური მოგება და არა მხოლოდ ბრუნვა;
- თითოეული პროდუქტის, სერვისის ან პროექტის მარჟა;
- მოიკითხეთ დებიტორული დავალიანებები;
- მარაგებში გაჩერებული ფული;
- მომწოდებლებთან გადახდის პირობები;
- ზედნადები და ოპერაციული ხარჯები;
- ფარული ან დაურეგისტრირებელი ხარჯები;
- პროექტები, რომლებიც ბრუნვას ქმნიან, მაგრამ მოგება არ შემოაქვთ.
აქ ასევე უნდა იკითხოთ: პრობლემა ფინანსურ დეპარტამენტშია თუ მთლიან ბიზნესმოდელში, პროცესებში და მართვაში?
როგორც წესი, ამ პრობლემების მოგვარების მიზნით ფინანსურ კონსულტანტებს მოიწვევენ ხოლმე, და მერე უკვირთ, რატომ არ დგება შედეგი.
რეალური მიზეზის დადგენას ორგანიზაციული პრობლემების ანალიზი სჭირდება და არა მხოლოდ ბუღალტრული ანგარიშების ნახვა. შესაბამისად, ძალიან მაგარი ფინანსური მენეჯერი კი შეიძლება არ გამოგადგეთ. მან თავისი საქმე კი იცის, მაგრამ შეიძლება არც თქვენი ბიზნესის სპეციფიკა იცოდეს და არც სხვა უამრავი ის, რაც ასეთი საქმის გაკეთებას სჭირდება მიღმა ფინანსებისა.
თუ გეუფლებათ შეგრძნება: კომპანიას ვეღარ ვაკონტროლებ, პრობლემა შეიძლება პირადად თქვენში კი არა, ორგანიზაციის სისტემაში იყოს.
მაგალითად, 30+ თანამშრომლის მქონე კომპანიაში ნორმალური არ არის, რომ მფლობელი ყოველდღიურად მონაწილეობდეს თანამშრომლების ყველა საკითხში, ყოველ გადახდას ამოწმებდეს, ყველა მნიშვნელოვან კლიენტს პირადად ელაპარაკებოდეს და ყველა კრიტიკული გადაწყვეტილება თავად იღებდეს.
ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი მფლობელზეა ზედმეტად დამოკიდებული.
ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საშიში ხდება მაშინ, როცა მფლობელი კომპანიიდან რამდენიმე დღით, კვირით ან თვეობით უნდა გავიდეს.
ტესტი მარტივია: რა მოხდება 2 კვირით რომ გამოერთოთ კომპანიის რიტმიდან?
- ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას?
- ვინ გააკონტროლებს ფულს?
- ვინ შეამოწმებს შესრულებას?
- ვინ მიხედავს პრობლემებს?
- ვის შეუძლია პასუხისმგებელი პირისგან შედეგის მოთხოვნა?
თუ ამ კითხვებზე პასუხები ბუნდოვანია, უკვე საჭიროა ბიზნესის მართვის სისტემის შექმნა, რომელიც მფლობელის ყოველდღიურ მონაწილეობას შეამცირებს.
ფრაზა ბიზნესი აღარ იზრდება უკვე თავისთავად სიმპტომია.
უნდა გაირკვეს, ზრდა რატომ შეჩერდა:
- ბაზარი აღარ იზრდება?
- არსებული პროდუქტი აღარ არის კონკურენტული?
- გაყიდვების პროცესი სუსტია?
- ფასები არასწორად არის დადგენილი?
- ორგანიზაცია ზედმეტად რთული გახდა?
- არსებული გუნდი ვერ „ქაჩავს“?
- მენეჯმენტი მფლობელზეა ზედმეტად დამოკიდებული?
- რესურსები არასწორი მიმართულებით იხარჯება?
აქ საჭიროა არა მხოლოდ ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა, არამედ იმის დადგენაც, თუ რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ზრდა ისევ შესაძლებელი გახდეს.
ხშირად კომპანიას უკვე აქვს საკმარისი ბაზარი, კაპიტალი და გამოცდილება, მაგრამ მისი მოქმედი ორგანიზაციული მოდელი შემდგომ ზრდას ვეღარ ემსახურება.
თუ ფულის ჩადება მიწევს ბიზნესში თქვენთვის არა ერთჯერადი გამონაკლისი, არამედ სისტემატური აუცილებლობა გახდა, ეს კრიტიკული სიგნალია.
კაპიტალის ერთჯერადი ინექცია კონკრეტული მიზნობრიობით შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს. მაგრამ თუ მფლობელი ყოველთვიურად ამატებს ფულს იმისთვის, რომ კომპანიამ მიმდინარე ვალდებულებები შეასრულოს, უნდა გაირკვეს მიზეზები.
ეს შეიძლება უკავშირდებოდეს:
- დაბალ მარჟას;
- ზედმეტ შტატს;
- ცუდ ფასწარმოქმნას;
- არაეფექტიან პროცესებს;
- მარაგებში გაყინულ ფულს;
- კლიენტებისგან დაგვიანებულ გადახდებს;
- არასაჭირო აქტივებს;
- ფარულ ფლანგვას;
- არასწორ ბიზნეს მოდელს.
ამ სიტუაციაში ბიზნესის მოდელის ოპტიმიზაცია შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე ცალკე ხარჯების შემცირება. ისედაც, ხარჯები სადამდე უნდა შეამციროთ?
ეს ერთი შეხედვით კომპანიაში თანამშრომლების მართვის პრობლემა იყოს, მაგრამ ხშირად მისი ძირითადი მიზეზი თანამშრომლებში საერთოდ არ არის.
თუ კომპანიაში:
- ხელფასები გაუმჭვირვალედ იცვლება;
- სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა წესია;
- მენეჯერები ვერ ითხოვენ შედეგს;
- მეგობრობა პროფესიონალურ სტანდარტს ანაცვლებს;
- ზოგი ადამიანი „ხელშეუხებელია“.
მაშინ საუკეთესო კადრების დაკარგვა ბუნებრივი შედეგი ხდება. დღეს მით უმეტეს, როდესაც საუკეთესო პროფესიონალი ადვილად იპოვის საქმეს, ან საქმე იპოვის მას.
ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ HR-ის ახალი პოლიტიკის დაწერა არ არის. საჭიროა მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, პასუხისმგებლობების, უფლებამოსილებებისა და შეფასების წესების ერთ სისტემაში მოქცევა და მკაცრი ხელით განხორციელება.
ეს არის მიზეზი, რატომაც კომპანიაში თანამშრომლების მართვის პრობლემა ხშირად უფრო ფართო ორგანიზაციული პრობლემის სიმპტომია.
თუ კომპანიაში გამუდმებით გესმით – „უნდა გაკეთებულიყო“, „ეგ მეგონა სხვას უნდა გაეკეთებინა“, „დამავიწყდა“, „არ გადმომცეს“, „ვიღაცას დავავალეთ“, მაშინ საქმე ხშირად აღარ არის ერთი ადამიანის დისციპლინაში.
შეამოწმეთ:
- ვის არის პასუხისმგებელი კონკრეტულ შედეგზე?
- აქვს თუ არა მას უფლებამოსილება?
- როგორ გადადის დავალება ერთი დეპარტამენტიდან მეორეში?
- სად ფიქსირდება დავალება?
- ვინ ამოწმებს შესრულების ბოლო ვადას?
- რა ხდება, თუ დავალება არ სრულდება?
სწორედ აქ მუშაობს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია: საქმე უნდა იყოს მიბმული არა იმაზე, ვინ „იცის“ მისი გაკეთება, არამედ იმაზე, როგორ არის პროცესი სისტემურად აწყობილი.
თუ ეს ასე არ არის, ძალიან მალე ჩნდება მდგომარეობა, როცა ბიზნეს პროცესები არ მუშაობს – მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამშრომელი თითქოს თავის საქმეს აკეთებს.
თუ ერთი და იგივე პრობლემა 2–3 წლის განმავლობაში მეორდება და ყოველ ჯერზე დროებით აგვარებთ, ალბათ უკვე არა პრობლემას, არამედ მის შედეგებს მართავთ.
მაგალითად:
- ყოველთვის ერთი თანამშრომელია დამნაშავე;
- ყოველთვის ერთი კლიენტი ქმნის პრობლემას;
- ყოველთვის ერთი პროექტი გადის ზარალზე;
- ყოველთვის ერთი დეპარტამენტი აგვიანებს;
- ყოველთვის სადღაც რაღაც „იკარგება“.
თუ იგივე რამ ისევ და ისევ ხდება, საჭიროა ორგანიზაციული პრობლემების ანალიზი და პრობლემის წყაროს პოვნა.
ზოგჯერ მიზეზი პროცესია. ზოგჯერ სტრუქტურა. ზოგჯერ ადამიანი. ზოგჯერ სტიმულირების სისტემა. ზოგჯერ ბიზნეს მოდელი. ზოგჯერ და უფრო ხშირად კი რომ არ იცით ის.
ამიტომ კომპანიაში ქაოსის მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ ცალკეული პრობლემების ერთმანეთის მიყოლებით ჩაქრობით. საჭიროა იმის აღმოჩენა, თუ რომელი სისტემური მექანიზმი ქმნის ამ პრობლემებს თავიდან და შემდეგ ჰოლისტიკური მიდგომით მისი განეიტრალება.
დიდი ბიზნესის მფლობელისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა.
შეიძლება გქონდეთ:
- საბუღალტრო მონაცემები;
- ფინანსური ანგარიშები;
- CRM;
- ERP;
- ასობით Excel;
- რეპორტები.
მაგრამ მაინც ვერ პასუხობდეთ:
- სად ვკარგავთ ფულს?
- რომელი მიმართულება გვაძლევს რეალურ მოგებას?
- რომელი თანამშრომელი ან დეპარტამენტი არის კრიტიკული?
- რომელი პრობლემა გვიჩერებს ზრდას?
ეს ნიშნავს, რომ მართვის ანგარიშგების სისტემა შესაძლოა არასაკმარისი იყოს.
ეს არის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა.
დიდ ბიზნესში ცვლილება შეიძლება შეეხოს:
- ადამიანებს;
- შემოსავლებს;
- კლიენტებს;
- მიმდინარე პროექტებს;
- მომწოდებლებს;
- ფულს;
- ოპერაციებს;
- მმართველობას.
ამიტომ ბუნებრივია, რომ მფლობელს ეშინოდეს არასწორი ნაბიჯის.
მაგრამ თუ არსებული სისტემა უკვე აღარ მუშაობს, უმოქმედობაც გადაწყვეტილებაა – და ხშირად უფრო ძვირი.
სწორედ ამიტომ კომპანიის მართვის ოპტიმიზაცია უნდა დაიწყოს დიაგნოზით: რა უნდა შეიცვალოს, რა შეიძლება დარჩეს, რა უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ და რა – მოგვიანებით.
მიზანი არ არის „ყველაფრის შეცვლა“. მიზანია საჭირო ცვლილებების გატარება ისე, რომ მიმდინარე ოპერაციები არ ჩამოიშალოს.
თუ უკვე ხვდებით, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ თავად ფიქრობთ – „ამას თუ შევეხები, შეიძლება კიდევ უფრო ავრიო.“ – ეს უკვე სერიოზული სიგნალია.
ხშირად მფლობელი თავად არის იმავე პრობლემის ნაწილი, რომლის მოგვარებაც უნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიაში არიან:
- ძველი პარტნიორები;
- მეგობრები;
- ოჯახის წევრები;
- დიდი ხნის თანამშრომლები;
- არაფორმალური გავლენის მქონე მენეჯერები.
ასეთ გარემოში აუცილებელია ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებში.
აქ ერთადერთი გამოსავალია გარე დამოუკიდებელი პირის ჩართვა, რომელსაც შეუძლია პრობლემის დანახვა შიდა ინტერესებისგან დამოუკიდებლად და ცვლილებების განხორციელება.
ტრანსფორმაციას უნდა ჰყავდეს სახე – კონკრეტული ადამიანი. და ეს ადამიანი არ შეიძლება იყოს შიდა გუნდის წევრი. ეს ადამიანი არ შეიძლება იყოს მფლობელი ან დამფუძნებელი. “გველი სოროდან სხვისი ხელით უნდა გამოიყვანო” – დიდი სიბრძნეა ამ ქართულ ანდაზაში ჩადებული. ტრანსფორმაცია ძალიან მტკივნეული პროცესი შეიძლება იყოს ყველა ორგანიზაციაში. და მისი სახე უნდა იყოს გარედან მოსული ადამიანი, რომელიც “დასრულდება” ტრანსფორმაციასთან ერთად.
ეს არის შემთხვევა, როცა „მოდურ ინსტრუმენტზე“ გადასვლა მოიცდის.
თუ ბიზნეს პროცესები არეულია ავტომატიზაცია ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს. პირიქით – შეიძლება ქაოსი უფრო ძვირი გახდეს.
სწორი თანმიმდევრობაა:
პროცესის აღწერა → პრობლემური ადგილების აღმოჩენა → პროცესის გამარტივება → პასუხისმგებლობების განსაზღვრა → კონტროლის სისტემის შექმნა → მხოლოდ ამის შემდეგ ავტომატიზაცია და AI.
ამიტომ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია არ უნდა იყოს პირველი ნაბიჯი.
ხშირად საჭიროა ჯერ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, შემდეგ კი ავტომატიზაცია.
ბევრი კომპანიის დღევანდელი მიდგომა კი არის AI სპეციალისტის მოწვევა, რომელიც თავი საქმეში კი ერკვევა, მაგრამ კომპანიის ბიზნესში ვერა. ის გააუმჯობესებს მცირე კომპონენტს. თუმცა, ამ ცვლილებას რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა კომპანიის ფინანსურ შედეგებზე ვერ ექნება.
თუ ცალ-ცალკე ყველაფერი სცადეთ და პრობლემა ისევ ბრუნდება, შეიძლება თავად მიდგომა იყოს არასწორი.
ერთჯერადი ცვლილებები ხშირად ვერ მუშაობს, რადგან ორგანიზაცია ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების სისტემაა. ერთი ელემენტიც კი, თუ არ არის ისე შეწყობილი დანარჩენებთან, როგორც ტრანსფორმაცია ითხოვს, შედეგი არ დადგება.
მაგალითად, ახალი დირექტორი ვერ გამოასწორებს ცუდ ფასწარმოქმნას. ხარჯების შემცირება ვერ გამოასწორებს ცუდ პროცესს. ახალი CRM ვერ გამოასწორებს პასუხისმგებლობის არქონას.
ასეთ დროს საჭიროა ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა არა ერთი მიმართულების გაუმჯობესებით, არამედ ურთიერთდაკავშირებული პრობლემების ერთიანად შეფასებით.
ხშირად სწორედ აქ იწყება კომპანიის ტრანსფორმაცია: ცალკეული რეფორმების ნაცვლად იქმნება მთლიან ბიზნესზე გათვლილი ცვლილების მოდელი.
კონკრეტული გარემოებები მოცემულია ქვემოთ.
როცა კომპანია ცვლის ბაზარს, პროდუქტს, მომხმარებელს, ბიზნეს მოდელს ან განვითარების მიმართულებას, ძველი ორგანიზაციული მოდელი ავტომატურად ხდება დამაბრკოლებელი ბარიერი.
საჭირო ხდება ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა, მაგრამ მხოლოდ სტრატეგიის დაწერა საკმარისი არ არის. უნდა გაირკვეს:
- რა უნდა შეიცვალოს ორგანიზაციაში;
- რომელი ფუნქციები გაიზრდება;
- რომელი გაქრება;
- რა კადრები გახდება საჭირო;
- რა პროცესები შეიცვლება;
- როგორი უნდა იყოს მართვის სისტემა;
- რა ტექნოლოგიები გახდება საჭირო.
ამიტომ სტრატეგიული ცვლილება ხშირად იწვევს ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაციას.
ახალი მფლობელის ან პარტნიორის შემოსვლა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღების ცვლილება არ არის. იცვლება:
- ძალაუფლების ბალანსი;
- გადაწყვეტილებების მიღება;
- ანგარიშვალდებულება;
- სამიზნე;
- რისკის მიდგომა;
- კაპიტალის გამოყენების ლოგიკა.
ასეთ სიტუაციაში ხშირად საჭიროა ახალი მფლობელის შემდეგ ბიზნესის რესტრუქტურიზაცია და ასევე ბიზნესის შეძენის შემდეგ მართვის სისტემის შეცვლა.
თუ ძველი მართვის სისტემა ახალი მფლობელის მიზნებს აღარ შეესაბამება, მხოლოდ დირექტორის შეცვლა ან ორგანიზაციული დიაგრამის გადახატვა საკმარისი არ იქნება.
საჭირო შეიძლება გახდეს კომპანიის რეორგანიზაცია, ფინანსური კონტროლის შეცვლა, პასუხისმგებლობების გადანაწილება და ახალი მმართველობითი მოდელის დანერგვა.
სწრაფი ზრდა ხშირად უფრო მეტ პრობლემას აჩენს, ვიდრე ნელი ზრდა, რადგან არსებული სისუსტეები სწრაფად მასშტაბირდება.
თუ 30-კაციან გუნდში ერთი ადამიანი ახერხებს და ყველაფერს აკონტროლებს, 90-კაციან გუნდში ეს მოდელი უკვე შეიძლება კოლაფსამდე მივიდეს.
ამიტომ ბიზნესის მასშტაბირების წინ ორგანიზაციის გამართვა შეიძლება ბევრად იაფი იყოს, ვიდრე უკვე გაზრდილი პრობლემის შემდეგ მისი გამოსწორება.
აქ საჭიროა:
- პროცესების გაწერა;
- როლების განსაზღვრა;
- მენეჯმენტის გაძლიერება;
- ფინანსური კონტროლის გამკაცრება;
- ანგარიშგების სისტემის შექმნა;
- ტექნოლოგიური საჭიროებების განსაზღვრა;
- მომავალი ორგანიზაციული სტრუქტურის დაგეგმვა.
ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაცია.
ამავე ეტაპზე უნდა გაიაროთ ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა და შემდეგ შეამოწმოთ, ემთხვევა თუ არა არსებული ორგანიზაცია დასახულ სტრატეგიას.
AI-ის დანერგვა ყველაზე ხშირად ტექნოლოგიური პროექტის სახით იწყება. დიდ ორგანიზაციაში ეს ყოველთვის სწორი თანმიმდევრობა არ არის. გამოცდილი ტრანსფორმაციის სპეციალისტმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს თქვენი ბიზნესი. შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ დადგება.
პირველი კითხვა უნდა იყოს: რა პროცესის გაუმჯობესება გვინდა?
შემდეგ:
- სად არის რუტინული პროცესები?
- სად არის ზედმეტი ნაბიჯები?
- სად არის დუბლირება?
- სად არის ადამიანის ჩარევა საჭირო?
- რომელი გადაწყვეტილება შეიძლება სტანდარტიზდეს?
- რომელი მონაცემია რეალურად საჭირო?
- რისი ავტომატიზება არ შეიძლება?
ამიტომ AI-ის დანერგვამდე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია ხშირად აუცილებელი წინაპირობაა.
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, სად არის საჭირო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია, სად – AI და სად საერთოდ არ არის ტექნოლოგია საჭირო.
ზოგიერთ კომპანიაში შეიძლება საკმარისი იყოს უბრალო პროცესის გამარტივება, ზოგან – CRM-ის გამართვა, ზოგან – ავტომატიზაცია, ზოგან კი სრული ციფრული ტრანსფორმაცია.
ბიზნესის გასაყიდად მომზადება მხოლოდ ფინანსური ანგარიშის მოწესრიგებას არ ნიშნავს. მყიდველისთვის მნიშვნელოვანია:
- რამდენად არის ბიზნესი მფლობელზე დამოკიდებული;
- რამდენად მკაფიოა პროცესები;
- რამდენად გამჭვირვალეა ფინანსები;
- რამდენად სტაბილურია შემოსავალი;
- რამდენად ხარისხიანია გუნდი;
- რამდენად დოკუმენტირებულია ოპერაციები;
- რამდენად შესაძლებელია ბიზნესის მართვა ახალი მფლობელის მიერ.
ამიტომ კომპანიის გაყიდვამდე მოწესრიგება შეიძლება გახდეს ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი.
მიზანი მხოლოდ „ლამაზად შეფუთვა“ არ არის. მიზანია ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომლის ღირებულებაც ნაკლებად არის მიბმული დამფუძნებლის პირად ჩართულობაზე.
ამ პროცესში შეიძლება გახდეს საჭირო კომპანიის რეორგანიზაცია, კონტროლის სისტემების გაუმჯობესება, პროცესების დოკუმენტირება და ფინანსური გამჭვირვალობის ამაღლება.
ძირითადი ცნებების განმარტებები მოცემულია ქვემოთ
ბიზნესის ტრანსფორმაცია არის მოქმედი ბიზნესის მნიშვნელოვანი ცვლილება მისი ფუნქციონირების ახალი, უფრო ეფექტური მოდელის შესაქმნელად.
ეს შეიძლება შეეხოს ერთდროულად:
- სტრატეგიას;
- ბიზნეს მოდელს;
- ორგანიზაციულ სტრუქტურას;
- მენეჯმენტს;
- ადამიანებს;
- ბიზნეს პროცესებს;
- ფინანსურ მართვას;
- შიდა კონტროლს;
- ტექნოლოგიას;
ამიტომ კომპანიის ტრანსფორმაცია არ ნიშნავს მხოლოდ ერთი დეპარტამენტის შეცვლას.
სწორი ტრანსფორმაციის პირველი ნაბიჯი არის იმ ადამიანის შერჩევა, რომელიც ამ საქმეს შეასრულებს. მხოლოდ ამის შემდეგ დიაგნოსტიკა: რისი შეცვლაა საჭირო და რის ხელუხლებლად დატოვება შეიძლება.
ბიზნესის რესტრუქტურიზაცია ჩვეულებრივ გულისხმობს არსებული ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციების, დეპარტამენტების, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების შეცვლას.
მაგალითად:
- ერთი დეპარტამენტის გაყოფა;
- ფუნქციების გადანაწილება;
- მენეჯერული რგოლების შემცირება;
- ახალი პოზიციების შექმნა;
- დუბლირებული ფუნქციების გაუქმება.
ბიზნესის ტრანსფორმაცია უფრო ფართო ცნებაა.
რესტრუქტურიზაცია შეიძლება იყოს ტრანსფორმაციის ნაწილი, მაგრამ ტრანსფორმაცია შეიძლება ასევე მოიცავდეს ფინანსურ მართვას, პროცესებს, ბიზნეს მოდელს, სტრატეგიას, ადამიანებს, ტექნოლოგიას და კონტროლის სისტემას და ა.შ.
თუ ორგანიზაციას მხოლოდ სტრუქტურას შეუცვლით, მაგრამ არასწორი პროცესები, ცუდი ფასწარმოქმნა და გაუმართავი კონტროლი უცვლელი დარჩება, პრობლემა შეიძლება უბრალოდ სხვა ადგილას გადავიდეს.
ციფრული ტრანსფორმაცია ძირითადად გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ნაწილის შეცვლას – გაციფრულებას.
მაგალითად:
- ERP;
- CRM;
- მონაცემთა სისტემები;
- ავტომატიზაცია & AI;
- ელექტრონული დოკუმენტბრუნვა;
- ციფრული გაყიდვები.
მაგრამ ტექნოლოგია ვერ გამოასწორებს ცუდ პროცესს თუ არ არის განსაზღვრული:
- როგორ უნდა იმუშაოს პროცესმა;
- ვინ არის პასუხისმგებელი;
- რა მონაცემია საჭირო;
- რა არის ზედმეტი ნაბიჯი;
- სად უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილება;
ზოგჯერ სწორი თანმიმდევრობაა:
ორგანიზაცია → პროცესი → კონტროლი → მონაცემი → ტექნოლოგია → ავტომატიზაცია → AI.
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია ნიშნავს ბიზნეს პროცესების გაანალიზებას და ისეთი ნაბიჯების შეცვლას, რომლებიც ქმნის დაგვიანებას, ზედმეტ ხარჯს, დუბლირებას, შეცდომებს ან პასუხისმგებლობის დაკარგვას და ა.შ.
რაც მეტი მოძრავი ნაწილია ორგანიზაციაში, მით მეტია ადგილი, სადაც შეიძლება რაღაც გაფუჭდეს.
შესაბამისად წესი არის ერთი: The best part, is no part!
მაგალითად, თუ კლიენტის მოთხოვნა 4 დეპარტამენტს გადის და თითოეულში 1–2 დღე ჩერდება, შეიძლება პრობლემა თანამშრომლების „სიზარმაცე“ საერთოდ არ იყოს. შეიძლება თვითონ პროცესი იყოს ცუდად აგებული.
ოპტიმიზაციისას უნდა დადგინდეს:
- რა არის პროცესის მიზანი?
- რა ნაბიჯებია აუცილებელი?
- რომელი ნაბიჯებია ზედმეტი?
- ვინ არის პასუხისმგებელი თითოეულ ეტაპზე?
- სად ხდება ინფორმაციის დაკარგვა?
- რა შეიძლება სტანდარტიზდეს?
- რა შეიძლება ავტომატიზდეს?
მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას.
თუ ბიზნეს პროცესები სწორად არ მუშაობს, ავტომატიზაციამ შეიძლება მხოლოდ ცუდი პროცესი დააჩქაროს.
ორგანიზაციული ტრანსფორმაცია არის ორგანიზაციის მუშაობის წესის მნიშვნელოვანი ცვლილება. იგი შეიძლება მოიცავდეს:
- სტრუქტურას;
- მმართველობას;
- უფლებამოსილებებს;
- პასუხისმგებლობებს;
- თანამშრომელთა როლებს;
- კულტურას;
- კომუნიკაციას;
- გადაწყვეტილების მიღებას;
- ანგარიშვალდებულებას.
მაგრამ ბიზნესში ეს მხოლოდ ადამიანებისა და იერარქიის საკითხი არ არის.
თუ მფლობელი ამბობს „კომპანიას ვეღარ ვაკონტროლებ“, მხოლოდ ახალი ორგანიზაციული დიაგრამის დახატვა საკმარისი არ იქნება.
უნდა არსებობდეს ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება, მაგრამ ასევე უნდა იმუშაოს ბიზნესის მართვის სისტემის შექმნამ, ფინანსურმა კონტროლმა, პროცესებმა და ანგარიშგებამ.
ამიტომ ორგანიზაციული ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს ფართო კომპანიის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, მაგრამ არა მისი სრული სინონიმი.
დიახ.
AI ტრანსფორმაცია არის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო მიმართულება. ყველა ბიზნესს არ სჭირდება AI და არც ყველა პრობლემა წყდება AI-ით.
თუ ბიზნესში:
- პასუხისმგებლობები არ არის განსაზღვრული;
- მონაცემები არასწორია;
- პროცესები არ არის აღწერილი;
- სისტემები ერთმანეთს არ უკავშირდება;
- მენეჯმენტი ვერ იღებს ანგარიშვალდებულებას;
AI-ის დამატება ამ პრობლემებს არათუ ავტომატურად ვერ გადაჭრის, არამედ უარესად გაამწვავებს.
ზოგჯერ პირველ რიგში საჭიროა მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, შემდეგ შიდა კონტროლის სისტემის შექმნა, შემდეგ პროცესების გამართვა და მხოლოდ ამის შემდეგ ტექნოლოგიის დამატება.
იგივე ეხება ბიზნესის მართვის სისტემის შექმნას: თუ მართვის ლოგიკა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, AI მას ვერ ჩაანაცვლებს.
ბიზნესის მოდელის ტრანსფორმაცია ნიშნავს იმას, რომ იცვლება არა მხოლოდ კომპანიის ოპერაციები, არამედ თავად ის გზა, რომლითაც ბიზნესი ქმნის და იღებს ღირებულებას.
მაგალითად:
- იცვლება ძირითადი მომხმარებელი;
- იცვლება პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
- იცვლება შემოსავლის მოდელი;
- იცვლება ფასის ლოგიკა;
- იცვლება მიწოდების მოდელი;
- იცვლება ის, რომელი საქმიანობა ქმნის მოგებას.
ამიტომ დიდი ბრუნვა ავტომატურად არ ნიშნავს კარგ ბიზნეს მოდელს.
მდგომარეობა დიდი ბრუნვა და მცირე მოგება შეიძლება სწორედ ამის ერთ-ერთი ნიშანი იყოს.
თუ კომპანია 10+ მილიონს აკეთებს, მაგრამ მოგება ვერ იზრდება, უნდა გაირკვეს არა მხოლოდ სად არის ხარჯი, არამედ რომელი საქმიანობა ქმნის რეალურ ეკონომიკურ ღირებულებას.
ამიტომ ბიზნესის მოდელის ოპტიმიზაცია შეიძლება გახდეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ ხარჯების შემცირება. ტრანსფორმაციისთვის სწორი ადამიანის შერჩევა კი უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი.
კომპანიის რეორგანიზაცია ჩვეულებრივ გულისხმობს ორგანიზაციის სამართლებრივი ან/და სტრუქტურული მოწყობის მნიშვნელოვან ცვლილებას. პრაქტიკაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს:
- ფუნქციების გადანაწილებას;
- მმართველობის შეცვლას;
- ბიზნეს ერთეულების გაყოფას ან გაერთიანებას;
- ახალი პარტნიორის შემოსვლას;
- საკუთრების ცვლილებას;
- შერწყმას;
- ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლას.
მაგრამ რეორგანიზაცია თავისთავად არ ნიშნავს, რომ ბიზნესის ყველა პრობლემა მოგვარდა.
შეიძლება შეიცვალოს იურიდიული ან ორგანიზაციული ფორმა, მაგრამ უცვლელი დარჩეს ცუდი ფასწარმოქმნა, არაეფექტიანი პროცესები, ფინანსური გაჟონვები და მართვის სისუსტეები.
ამიტომ ზოგ შემთხვევაში კომპანიის რეორგანიზაცია მხოლოდ ერთი ნაბიჯია უფრო ფართო ბიზნესის ტრანსფორმაციის პროცესში.
ცვლილებების მართვა ბიზნესში ნიშნავს იმ პროცესის მართვას, რომლის დროსაც ადამიანები, პროცესები და ორგანიზაცია ძველი მდგომარეობიდან ახალ მდგომარეობაზე გადადიან.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ცვლილება ეხება:
- მენეჯმენტს;
- პასუხისმგებლობების გადანაწილებას;
- თანამშრომლების გაშვებას;
- ახალ სისტემებს;
- ახალ პროცესებს;
- ახალ KPI-ებს;
- ახალ ტექნოლოგიებს;
- ახალ ბაზრებს.
თუ ცვლილება მხოლოდ დოკუმენტში არსებობს და თანამშრომლები ძველებურად აგრძელებენ მუშაობას, ე.ი. ტრანსფორმაცია არც დაწყებულა.
ამიტომ ცვლილებების მართვა ბიზნესში არ არის მხოლოდ კომუნიკაცია. ის მოიცავს აღსრულებას, კონტროლს, წინააღმდეგობის მართვას და ახალი წესების რეალურად ამოქმედებას.
ზოგ შემთხვევაში სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა: ახალი წესები არსებობს, მაგრამ ძველი ქცევა გრძელდება.
შიდა კონტროლის სისტემის შექმნა ნიშნავს ისეთი წესებისა და კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომლებიც ამცირებს შეცდომის, თაღლითობის, ფლანგვისა და არასწორი გადაწყვეტილების რისკს.
მაგალითად:
- ვინ ამოწმებს შესყიდვას?
- ვინ აკონტროლებს მარაგებს/საწყობს?
- ვინ ამოწმებს ხელფასის გაანგარიშებას?
- ვინ ამოწმებს შესრულებას?
- ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას?
თუ ეს ფუნქციები არაფორმალურად არის განაწილებული, მაშინ დიდი ორგანიზაციის მფლობელი სწრაფად კარგავს კონტროლს.
ამიტომ შიდა კონტროლის სისტემის შექმნა ხშირად ხდება როგორც ფინანსური, ისე საოპერაციო ტრანსფორმაციის ნაწილი.
მართვის ანგარიშგების სისტემა არის ისეთი ინფორმაციისა და ანგარიშების სისტემა, რომელიც მფლობელსა და მენეჯმენტს აძლევს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სურათს. იგივე „მენეჯერული აღრიცხვა“.
კარგ სისტემაში მხოლოდ „რამდენი გაყიდეთ“ არ უნდა ჩანდეს.
საჭიროა იყოს პასუხი კითხვებზე:
- რამდენი დავხარჯეთ?
- რა არის რეალური მოგება?
- რომელი მიმართულება არის მომგებიანი?
- სად გვეყინება ფული?
- რომელი პროექტი არის ზარალიანი?
- რა არის კრიტიკული რისკი?
- რა მოითხოვს/იმსახურებს მფლობელის ჩარევას?
აწყობილი მართვის ანგარიშგების სისტემა მფლობელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად დაინახოს სრული სურათი ათობით ადამიანისთვის ცალ-ცალკე „რა ხდება“-ს გამოკითხვის გარეშე.
ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაცია ნიშნავს იმას, რომ იცვლება ის გზა, რომლითაც ბიზნესი ყოველდღიურად მუშაობს.
ეს შეიძლება მოიცავდეს:
- ვინ რას აკეთებს?
- როგორ გადადის საქმე დეპარტამენტებს შორის?
- როგორ მიიღება გადაწყვეტილება?
- როგორ იზომება შედეგი?
- როგორ ხდება კლიენტის მომსახურება?
- როგორ იმართება რესურსი?
- როგორ კონტროლდება ხარისხი?
- როგორ მიიღება და გამოიყენება ინფორმაცია?
ეს განსხვავდება რესტრუქტურიზაციისგან.
ორგანიზაციული სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყოველდღიური ოპერაციები ისევ ძველი წესით მიდის, სასურველი შედეგი არ დადგება.
ამიტომ ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაცია ხშირად არის ის ხიდი, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებას რეალურ ყოველდღიურ რეალობად აქცევს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან მხოლოდ ერთი გაქვთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გჭირდებათ ბიზნესის ტრანსფორმაცია.
მაგრამ თუ ერთდროულად გრძნობთ რამდენიმე სიმპტომს:
- დიდი ბრუნვა, მაგრამ ფულის მუდმივი დეფიციტი;
- მფლობელისგან მუდმივი ფინანსური ინექცია;
- შეჩერებული ზრდა;
- მფლობელზე მაღალი დამოკიდებულება;
- გამჭვირვალობის ნაკლებობა;
- ადამიანური პრობლემები;
- არაეფექტიანი პროცესები;
- განმეორებადი ოპერაციული პრობლემები;
- წარუმატებელი ცვლილებების რამდენიმე მცდელობა;
ან ისეთი ახალი გარემოება, რომელიც მთლიანად ცვლის კომპანიის მუშაობის წესებს.
მაშინ უკვე ღირს არა ცალკეული პრობლემის კიდევ ერთხელ „შეკეთება“, არამედ იმის გარკვევა, ხომ არ დადგა თქვენი ბიზნესის სისტემური ტრანსფორმაციის დრო.
დიდ კომპანიაში ყველაზე საშიში ხშირად ის არ არის, რომ პრობლემა არსებობს.
ყველაზე საშიშია, როცა პრობლემა იმდენად ძველი ხდება, რომ ნორმალურ მდგომარეობად გეჩვენებათ.
⭐ ⭐ ⭐ ⭐ ⭐
რას ამბობენ ისინი, ვინც მენდნენ:





თუმცა ამ ტიპის პროექტებზე მოქმედებს სრული კონფიდენციალურობის შეთანხმება (NDA), რის გამოც ჩემი კლიენტების, მათი კომპანიებისა და თანამშრომლობის დეტალების გასაჯაროება არ შემიძლია.
ამიტომ აქ მხოლოდ ერთ რეალურ ტრანსფორმაციის შემთხვევას გაჩვენებთ - იმ მოცულობით, რამდენის საჯაროდ გამხელის უფლებაც მაქვს.

KAR.GE