ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო ნიკოლაძე

როდის არის ხალხი ძლიერი და ბედნიერი? ნიკო ნიკოლაძე /აზრი #11/

#11 – ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

 

ძალა, რომელიც თანამედროვეს მაგივრად დაჩლუნგებულ ტექნოლოგიებს და მოძველებულ მეთოდებს იყენებს შორს ვერ წავა. თუმცა დღეს შემოიტანო თანამედროვე ტექნოლოგიები არ კმარა. თუ მყიდველმა ფული არ გადაიხადა მეწარმის შექმნილი პროდუქტში, ის ტექნოლოგიაც გამოუყენებელი დარჩება და მალე გადასაგდები გახდება.  საქართველოს სოფლის მეურნეობას გადახედეთ … როცა სტიმული არაა, ვირიც კი არ იძვრის ადგილიდან, მაგრამ დაანახე ბალახი და

მთავრობის ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს დაანახოს ბაზარი მეწარმეს. როცა ბაზარი არის, მეწარმეც/ფერმერიც გაინძრევა. თუ მთავრობა მოსახლეობაში ქართული წარმოებული პროდუქტის ყიდვის პოპულარიზებას დაიწყებს, ან სათანადო ორგანიზაციებს დაუჭერს მხარს, ყველაფერი კარგი და საოცნებო ავტომატურად მოხდება …