დაბადებული საქართველოში …
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის უკვე ცხელა, მე და ჩაი მაინც მეგობრები ვართ. ადრეც მახსოვს გურიელის ტყის ხილის ჩაი რომ ვიყიდე და გავაშუქე. ამჯერად გურიელის სხვა ხილის ჩაი – მეორე უგემრიელესი პროდუქტი შევიძინე. 3.5 ლარად 100 გრამიანი შეფუთვა დასაყენებელი ჩაი და თან ასეთი ხარისხიანი … მწარმოებელია შპს გეოპლანტი. ვებსაიტიც და Facebook გვერდიც მოწოდების სიმაღლეზეა.
შეფუთვაზე შემდეგ ტექსტს ვკითხულობთ: ხილის ჩაის საიდუმლო ქართულმა ბუნებამ თავად გაგვიზიარა. ოდითგანვე ქართული ხილი დახვეწილი სურნელითა და განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. გურიელის ხილის ჩაის თითოეულ ფინჯანში თქვენ აღმოაჩენთ კოლხეთის დაბლობზე, ქართულ სუბტროპიკებში მოყვანილ ქარვისფერ ციტრუსს, კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მოსულ სურნელოვან კენკრას და ქართლ-კახეთის ბარაქიან ბაღებში დაკრეფილ ბადაგივით ტკბილ ხილს.
ჩემი დაკვირვებით ხარისხიან ქართულ პროდუქციას ერთი დიდი ნაკლი აქვს: დიდხანს ვერ მიძლებს J გასინჯეთ და თუ მოგეწონებთ კომენტარს ნუ დაინანებთ. თან სხვასაც გაუზიარეთ …