ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
საპონი

გაიცანით კატრინა – ახალი ქართული წარმოების სამკურნალო საპონი

პირველად რომ ქართული წარმოების საპნის შესახებ გავიგე ხუმრობა მეგონა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ჭავჭავაძის 11-ში 36.6-ით დაბრენდილი აფთიქი PIP-ს ფარმაცევტმა იმდენი რამ მელაპარაკა ამ საპნის სხვადასხვა ვარიანტების შესახებ, რომ არ დაგიმალავთ და ყველაფერი დამავიწყდა … ეს საპონი ამისთვისააო, ეს იმისთვისო … ბოლოს ვიყიდე ის ვარიანტი, რომელიც ყველა ზრდასრული ადამიანის კანზე წავიდოდა – აბრეშუმი და გადავეცი ჩემს მეუღლეს.

აბრეშუმი კომპანიის წარმომადგენლის – ირაკლი შამელაშვილის ინფორმაციით ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ყველანაირი კანისთვის კარგია. შევამჩნიე, რომ არ აქვს არომატიზატორი სასიამოვნო სუნისთვის. ეს ზოგ მყიდველს არ მოეწონება, რადგანაც უმეტესობას უნდა რომ საპონი არომატულიც იყოს. თუმცა მეორეს მხრივ ამ დროს საპონს თავისი სპეციფიკური სუნი აქვს, ანუ უფრო ბუნებრივია. სუნი როგორც გავარკვიე არის ქიმიური ჩარევის შედეგად მიღებული დანამატი. მწარმოებლისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად საპონი იწარმოება მინიმალური არომატიზატორით, ისე რომ არ მოხდეს პროდუქტის ბუნებრიობის დაკარგვა.

ჩემი პირველი შთაბეჭდილებები:

  1. ერთი შეხედვით ძვირია, 7 ლარი ღირს, რაც ჩვეულებრივ საპონის ფასზე 7 -ჯერ მეტია. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს სამკურნალო საპონია [ზოგი სახის გასაწმენდად, ზოგიც კიდევ … ], ჩემი აზრით სრულად ამართლებს ფასს მყიდველის პერსპექტივიდან. ამ ტიპის საპონს ყოველდღიურად არ იყენებ, მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით;
  2. კი მართალია არომატის დამატება ნატურალურობის ხარისხს ამცირებს, მე ვფიქრობ რომ მაინც ჯობია რამე არომატი ჰქონდეს. მე პირადად საპონს ხშირად სუნის გამო ვიძენ;
  3. ბრენდია შესაქმნელი პრატიკულად ნულიდან. Facebook გვერდი არსებობს, მაგრამ არ კმარა, რიგიანი „მარკეტინგული შეფუთვაა“ გასაკეთებელი;
  4. აუცილებლად გასატანია ქსელში ეს პროდუქტი, მაგრამ მხოლოდ ბრენდირების შემდეგ. ძნელია დაარწმუნო სადისტრიბუციო ქსელი რომ პროდუქტი გაგეყიდება, თუ მის მარკეტინგზე სათანადოდ ძალისხმევა არ დახარჯულა;

მჯერა ამ პროდუქტს პერსპექტივა დიდი აქვს, ოღონდ მხოლოდ მარკეტინგულად „მოწესრიგების“ შემდეგ!

 

მეგობრებო, თუ ჭავჭავაძის 11-ში მოხვდებით იკითხეთ ქართული საპონი და შეაფასეთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება …