ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ეკლესიაში

მეგრელი და გურული ეკლესიაში ლოცულობენ : )

მაყუთა მეგრელი შედის ეკლესიაში და ლოცულობს:

 

-ღმერთო, გეხვეწები ახალი სავაჭრო ცენტრი რომ გავხსენი იქნებ კარგად ამუშავდეს ღმერთო …

-კიდე 2 მილიონი რო ჩავდევი ერთ საქმეში 10 მილიონი ამომაღებიე ღმერთო …

-5 ბენზოკალონკა რო ვიყიდე, ეგენიც ამიმუშავე კარგად ღმერთო …

იქვე დაინახავს ეკლესიაში გურული შემოდის და პარალელურ ლოცვას იწყებს:

-ღმერთო გეხვეწები, ბიჭები პახმელიისგან ვკვდებით, 20 ლარი იქნებ გადმოგვიგდო, ძააალიან ცუდად ვართ, დასალევი არა გვაქ, იქნებ გვიშველო რამე ღმერთო!

მეგრელი გახედავს ამ გურულს და …

-ძამა მე მოგცემ მაგ 20 ლარს, ოღონც კაცს ნუ მიცდენ შენი ჭირიმე : )

 

** სურათზე გურულის და მეგრელის პერსონაჟების ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/