წარმოებას აკეთებ? ეს 2 პროგრამა დაიხმარე …

თუ წარმოებას აკეთებ, ამ 2 პროგრამის კომბო საუკეთესოა რაც კი ამჟამად (2025-10) არსებობს: 1) “ბიზნეს უნივერსალი” ახლახან გაახლებული პირობებით, და 2) EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი. ამ ორი კომპონენტის ჭკვიანური კომბინაციით შანსი გეძლევა დიდი ხნის ჩანაფიქრი აისრულო. სხვათა შორის, ამ კომბოს შესახებ ბევრმა არც კი იცის.




დააწკაპუნეთ შესაბამის ბანერზე და მყისიერად დარეკავთ:



 




  1. ბიზნეს უნივერსალი (ოფიციალური ვებსაიტი სრული ინფორმაციით)

“ბიზნეს უნივერსალი” სააგენტო – “აწარმოე საქართველოში” პროგრამაა, რომლის პირობებიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაახლდა (თან უფრო სასარგებლო გახდა ქალების ბიზნესებისთვის და მიზნობრივი გრანტის კომპონენტის ნაწილში).

მთავარი სიახლეები:

  • გაიზარდა პროცენტის სუბსიდირება წლიურ 5%-მდე (NBG-3% მდე), უკვე სესხის სრული ვადით. ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების და უტილიზაციის ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობებისთვის (38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0) პირობები კიდევ უფრო უკეთესი გახდა.
  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, უკვე მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
  • გრანტი უკვე აღებული სესხის 10%-დან 50%-მდეა ოღონდ თემატურად, კონკრეტული კომპონენტებისთვის სხვადასხვანაირად.
  • 5 პრიორიტეტული საგრანტო მიმართულებაა: 1) მწვანე კომპონენტი, 2) მაღალმთიანი რეგიონის კომპონენტი, 3) გაციფრულების კომპონენტი, 4) კვლევა და განვითარების კომპონენტი, 5) აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი. თითოეულ კომპონენტში აღებული სესხის 15-50% და 70,000-500,000 ლარამდე შეიძლება იყოს გრანტი (პროცენტები და რიცხვები ხუთივესთვის სხვადასხვაა).
  • სესხის მიზნობრიობებია: წარმოება, განათლება, მედიცინა, ტურიზმი, კვების ობიექტი, სპორტული ობიექტი, ავტო სახელოსნო, ნარჩენების გადამუშავება და ა.შ.. სრული სია იხილეთ ბიზნეს უნივერსალის ვებსაიტზე.

სისტემა ასე მუშაობს: ბიზნეს გეგმით ხელში მიდიხარ ბანკში; თუ ბანკი იტყვის “კი”-ს, შემდეგ ერთვები ბიზნეს უნივერსალში და ღებულობ ყველა სათანადო სარგებელს.

ხოლო თუ სესხი EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზისგან არის, მაშინ საქმე კიდევ უფრო უკეთესადაა …

  1. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი (ოფიციალური ვებსაიტი სრული ინფორმაციით)

სესხებისა და გრანტის მეშვეობით EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი მხარს უჭერს მრავალი სახის საინვესტიციო პროექტს. ეს არის:

  • ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინვესტიციების დაფინანსება.
  • პროგრამა აერთიანებს სესხის/ლიზინგის დაფინანსებას, უფასო ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო კომპონენტს რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
  • ინიციატივა შექმნილია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის ამაღლებას და ამცირებს გარემოზე უარყოფით გავლენას.
  • პროგრამა ხელს უწყობს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს სრულად გამოიყენონ (DCFTA) ფარგლებში წარმოდგენილი შესაძლებლობები.

თუ წარმოების შექმნისთვის სესხს ამ პროგრამისგან აიღებ (ანუ, მათ პრიორიტეტებშიც ჩაჯდები), დამატებით 15% ქეშბექსაც მიიღებ ოპერირების დაწყების შემდეგ.

შემდეგი ნაბიჯები?

1) გაეცანი ორივე პროგრამის გამოქვეყნებულ პირობებს.

2) დამირეკე, მოგისმენ და მოკლე გზას გიჩვენებ.

მე როგორ გეხმარები მიზნების მიღწევაში? ჩემი საქმე ბიზნეს გეგმის დაწერაა! ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევისთვის ბიზნეს გეგმის დაწერის ფასია 4,000 ₾ + დღგ (4,720 ლარი).

დამირეკეთ და გავისაუბროთ, ჯობია WhatsApp-ით: 577 73 79 64 …

შენიშვნა: სტატია გათვლილია წარმოებების შექმნის მსურველებზე, ვინაიდან სწორედ წარმოების შემთხვევაში შეიძლება ორივე პროგრამის სარგებელის გაერთიანება და საუკეთესო პირობის მიღება. თუმცა, “ბიზნეს უნივერსალი” წარმოების გარდა ბევრ სხვა სფეროსაც ფარავს განათლებიდან დაწყებული სპორტული სკოლით დამთავრებული (ოღონდ იმ “სხვა” სფეროებში EBRD არ ერთვება).




ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ტექსტზე და მყისიერად დარეკავთ:

WhatsApp ზარი

ზარი სმარტფონით




კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: