350,000 ლარის გრანტი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

სიახლე:💥350,000 ₾ RDA გრანტი ახალი გადამამუშავებელი საწარ…

გამოცხადდა 350,000 ლარიანი საგრანტო კონკურსი ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისთვის. გრანტის მოცულობა იგივეა როგორც შარშან, თანადაფინანსებაც (30-40% შეიძლება იყოს გრანტი), პროცედურებიც. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ვისთვისაა კონკურსი?

უნდა გეგმავდეთ ახალი გადამამუშავებელი წარმოების გაკეთებას, რომელიც გადაამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს და პროექტის საინვესტიციო ღირებულება უნდა იყოს 250,000 ლარზე მეტი. პრიორიტეტული მიმართულებები გაწერილია ზედა აბზაცში მოცემულ ბმულზე.

პირველი ეტაპის (13 მაისამდე განაცხადია გასაკეთებელი) გადალახვის შანსი აქვს ყველას, რომელიც სწორად შეავსებს განაცხადის ფორმას და ჯდება პრიორიტეტებში. მეორე ეტაპის (120 დღიანი პერიოდი ბიზნეს გეგმის და საბუთების მოსამზადებლად) გადალახვა უკვე ფაქტობრივად გამარჯვებაა.

სხვათა შორის,

პირველად ხდება, როცა პროგრამა ბიზნეს გეგმის დაწერის ხარჯის (მაქსიმუმ 2,450 ევრომდე) ანაზღაურებას მოახდენს, თუ თქვენ ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებას აპირებთ (მხოლოდ ამ მიმართულებაზეა ანაზღაურება).

3 მთავარი შეცდომა, რომელსაც მონაწილეები უშვებენ

ეს კონკურსი რამდენიმე წელია ცხადდება, მაგრამ ეს შეცდომები სულ მეორდება და მეორდება.

გიზიარებთ, რომ თქვენ მაინც არ დაუშვათ:

1) პირველად განაცხადს, 2 გვერდიან კითხვარსაც კი, 70%+ ვერ ავსებს სწორად. არადა რთული არაა თუ იცი სად რა ჩაწერო.

2) თუ მთელი პროექტი გააზრებული არ გაქვთ, განაცხადის შევსება ძალიან გაგიჭირდებათ. აქ მცირედი დახმარება მცოდნე ადამიანისგან ყველას სჭირდება.

3) ნუ ეცდებით თავად ამ ბიზნეს გეგმის მომზადებას. გადამამუშავებელი საწარმოებისთვის კონკურსში წარსადგენი ბიზნეს გეგმის შაბლონი ყველაზე რთულია საქართველოში არსებული ნებისმიერი კონკურსის ფარგლებში წარსადგენი ბიზნეს გეგმის / პროექტის შაბლონებს შორის.

მოკლედ, თუ შედეგი გინდათ, მომანდეთ ეს საქმე!

როგორ ვიმუშავებთ (დისტანციურად):

მე გთავაზობთ პირველადი განაცხადის დაწერასაც, შემდგომში ბიზნეს გეგმის დაწერასაც და როცა ბოლოს კომენტარებს გამოგიგზავნიან, იქაც ვერთვები პასუხების მომზადებაში.

ეს ნიშნავს, რომ ზედმეტი საფიქრალი თქვენ არ გექნებათ!

1) პირველივე სატელეფონო საუბარში მოვისმენ იდეას, გავეცნობი განვლილი გზას და შევაფასებ როგორია ჯერ პირველი ეტაპის გადალახვის, შემდეგ კი გამარჯვების შანსები.

ეს კონსულტაცია უფასოა.

2) თუ შევთანხმდებით, ჯერ შევავსებთ პირველადი განაცხადის ფორმას.

ერთი მცირე ონლაინ ჩართვა დაგვჭირდება საამისოდ.

3) გამარჯვების შანსების გასაზრდელად საჭიროა …

… დანარჩენს აგიხსნით როცა დამირეკავთ …

წარმატებული პროექტებიდან ორს გიჩვენებთ:

შპს ნათს პროცესინგის კაკლის გადამამუშავებელი საწარმო ჩუმლაყში.

შპს აგრო უნივერსალის საქონლის საკვების წარმოება გორთან ახლოს, რომელიც მალე ამუშავდება.

გადამამუშავებელი საწარმოსთვის:

ბიზნეს გეგმის დაწერის ფასია 4,000 ლარი + დღგ, ჯამში 4,720 ლარი!

დამირეკეთ (უმჯობესია WhatsApp-ით).




ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ბანერზე და მყისიერად დარეკავთ:



 




კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: