მეღვინეობა ხარება-ს მიერ წარმოებული ეს წითელი ნახევრად ტკბილი ალაზნის ველი 3 მაისს, კახეთში ექსკურსიისას შევიძინე 8,5 ლარად ყვარლის გვირაბში. რამოდენიმე დღის წინ კი ამით შევსვით ჩემთან ოჯახში ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების 11 წლისთავი. ამ სიტყვების მერე მე მგონი ტექსტის გაგრძელებას დიდი აზრი არ აქვს.
მხოლოდ გირჩევთ: გადადით და დაათვალიერეთ კომპანიის საიტი, რომელიც უმაღლესი დონისაა და Facebook გვერდი. ასევე ეწვიეთ ყვარლის გვირაბს და იქ ნახეთ ყველაფერი თქვენი თვალით. მოიწყეთ ექსკურსია კახეთში და ისიამოვნეთ თქვენს მეგობრებთან ერთად!