ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე ნამდვილი ერთობის წინაპირობის შესახებ /აზრი #9/

#9 – სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

 

არ დაგიმალავთ: არ მჯერა, რომ ეს ოდესმე მოხდება. ქართველების შრომის კულტურა უკეთესის იმედს გიტოვებს. საინტერესოა რა არის ამის მიზეზი …

„პირღია ბარტყის“ მდგომარეობიდან საკუთარი თავის რჩენაზე გადასვლა ადვილი არ არის. 70 წელი რომ სიზარმაცეს მეტი გასაქანი ჰქონდა, ეს გინდა ეხლა 20 წელიწადში შემოატრიალო? 2 თაობა მაინც დასჭირდება ამას …

მეორეს მხრივ თუ ადამიანი დაინახავს, რომ მის შრომას [მუშაობას არა, შრომას] შედეგი მოაქვს, მაშინ ამ ქვეყნიდან არავინ გაიქცევა, დოვლათი აქ შეიქმნება და აქ დატრიალდება. ამ შედეგის მიღება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: იყიდე ქართული წარმოების პროდუქტი!