ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდის შესახებ /აზრი #8/

#8 – საზოგადოება, ავად თუ კარგად, ზრდის ვაჭარს, ტექნიკოსს, ვეტერინარს, პედაგოგს, ინჟინერს, ექიმს, მაგრამ არ ზრდის სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილ მოქალაქეს.

ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928

 

რა არის სამშობლოს სიყვარული? როგორ გესმით იგი? რა ჭირდება სამშობლოს მოყვარული ადამიანის გაზრდას? რა უნდა გიყვარდეს, ტერიტორია, თუ ადამიანები?

ზოგს ჰქონია, რომ სამშობლოს სიყვარული მკერდზე მჟიღის ცემაა, ზოგს კი ყანწის ტრიალი, ზოგს თავისი საქმის კეთება. აი მე კი მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული ყოველდღიურად შეიძლება ძალიან მარტივ ქმედებაში გამოხატო: ქართული წარმოებული პროდუქტის ყიდვაში! ეს ის აქტია, რომელსაც დღეში რამოდენიმეჯერ აკეთებ და თითოეული ასეთი ქმედებით ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნეს სექტორს, აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა საკუთარ თავს. იმიტომ ეს სიკეთეეები ადრე თუ გვიან შენ თვითონვე დაგიბრუნდება სტაბილური და განვითარებული ქვეყნის სახით, სადაც შენი ახლობლებისათვის მეტის გაკეთება შეგეძლება!