მეფრინველეობის-ქათმის ფერმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის სახეობაა საქართველოში.
სოფლად, ქვეყნის პრაქტიკულად მოსახლეობის ნახევარს ფრინველი ჰყავს სახლში და ზრდის.
ამის გარდა იმპორტიც სერიოზულია და ადგილობრივ წარმოებას აჭარბებს (ხორცში, თორემ კვერცხში არა).
ადგილობრივ წარმოებაშიც გვყავს მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც პროდუქციით ამარაგებენ როგორც შიდა ბაზარს, ასევე გაქვთ პროდუქცია (ხორცი და კვერცხი) ექსპორტზე.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.
არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.
მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.
1. მეფრინველეობის-ქათმის ფერმა გააკეთეთ განსხვავებულად
გააკეთო ის, რასაც სხვა უკვე აკეთებს … თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს სტილში არ არის.
ცხადია თქვენს ჯიბეზე, გაქანებაზე და ამბიციაზე დამოკიდებული რას გააკეთებთ.
ბოლო პერიოდში ამ მიმართულების სიახლე დავინახე ის, რომ ბევრმა დაიწყო დეკორატიული ფრინველების მოშენება.
ასევე დაიწყეს იხვების მოშენება და არათუ მოშენება მხოლოდ, არამედ დისტანციურად პირდაპირ სოფლიდან თან მომზადებული ფორმით გაყიდვა (თან წარმატებულად).
მაგრამ იცოდეთ, რომ ბაზარზე ყველასთვის მოიძებნება ადგილი თუ პროდუქტი იქნება ხარისხიანი.
2. კონკურენცია მეტწილად საფასოა
ცხადია სოფლის ქათამი ცალკე თემაა და ამ განტოლებაში ალბათ იგი გამონაკლისია.
ქათმის ხორცი და კვერცხი კალათის პროდუქციაა.
ანუ, ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაა, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს (მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც).
შესაბამისად კონკურენცია არის უმძაფრესი. მოიგო ამ კონკურენტულ ბრძოლაში ნიშნავს მოიგოთ ფასით ან განსხვავებულობით.
განსახვავებულობით როგორ?
ეს უკვე თქვენზე და თქვენს მოფიქრებაზეა.
დიდ სუპერმარკეტში კვერცხის მაცივრებს გახედეთ და მიხვდებით რასაც ვსაუბრობ.
3. დიდი სიფრთხილე და მუდმივი განათლება
საქმე ერთი მხრივ ცოცხალ არსებასთან, მეორე მხრივ კი ყოველდღიურ საკვებ პროდუქტთან გაქვთ.
შესაბამისად დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან თითოეული შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
მთავრობის მარეგულირებელთან ერთად მოსახლეობის მხრიდან კონტროლისიც “გეშინოდეთ”.
ერთი “გადაბრუნებული” სიტყვა / ფოტო / ან ვიდეო თქვენზე და მთელი საქართველოს ყბიდან ვერ ამოხვალთ.
კიდევ ერთი, აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა არ მიიტანოთ, ფერმის ბიზნეს გეგმას ვგულისხმობ. აზრი არ აქვს. პრიორიტეტი არ არის ეს თემა მათთვის.
და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ
ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).
ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!
ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!