გამოწვევებით აღსავსე 2020 წელი სრული ლოქდაუნით დასრულდა. თუმცა დღეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთზე: პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის ტალღა აგორებას იწყებს! ეს ნიშნავს, რომ 1) ეკონომიკის სექტორები ეტაპობრივად გაიხსნებიან, 2) ხალხი მეტი სითამამამით დაიწყებს ხარჯვას, რისგანაც შიშის, უფულობის თუ სხვა გარემოებათა გამო აქამდე თავს იკავებდა და 3) ბრენდები (ბიზნესები) გააქტიურებენ სარეკლამო კამპანიებს.
ემზადო შესაძლებლობისთვის, დროულად აღმოაჩინო იგი და სწრაფად / ეფექტურად “ჩაავლო” მას წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. ახალ ბრენდებს დღეს გაქვთ იშვიათი შანსი სწრაფად გახადოთ თქვენი ახალი ბრენდი ცნობადი! “გაატარებთ” ამ შანსს? კონკურენტი გამოიყენებს, და გაჯობებს!
როგორ “ჩაავლოთ”?
- დღეს ფრონტის ხაზი ციფრულ საშუალებებზე გადის ისე როგორც არასდროს. სასწრაფოდ მოაწესრიგეთ Facebook გვერდი და გვერდები სხვა სოციალურ ქსელებში (თუ გაქვთ), ვებსაიტი (თუ გაქვთ), გაამზადეთ შეთავაზებები, გადაიღეთ თქვენი პროდუქციის ეფექტური ფოტოები, დააკორექტირეთ პროდუქციის ფასები, შეუთანხმდით მინიმუმ 3 კურიერულ კომპანიას (თუ ონლაინ ყიდით). დაიმახსოვრეთ: luck is bitch, რომელიც მხოლოდ მომზადებულებს წყალობს!
- თებერვალი-მარტი-აპრილი გადამწყვეტია. სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ უკიდურესად აქტიური მარკეტინგის კამპანია. მაქსიმალურად გამოიყენეთ Facebook და სხვა სოციალური ქსელები საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი რეკლამა გააკეთოთ ამ პერიოდში. უნდა აჯობოთ კონკურენტებს! დახარჯვა მოგიწევთ, ოღონდ ჭკვიანურად!
მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ახალი ბრენდი, რომელიც ძირითადში 1-2 კაციანი დამწყები მცირე ბიზნესია, ხშირად არ ფლობს საკმარის ცოდნას, უნარებს და “კუნთებს”, რომ ეს “ჩავლება” გააკეთოს. და რომც ეცადოს, უდიდესი შანსია, რომ ატეხილ “ხმაურში” (კონკურენტებიც ხომ იგივეს ეცდებიან?) მისი ხმა უბრალოდ “ჩაიკარგოს”.
KAR.GE მოგეხმარებათ თქვენი ხმა კონკურენტებზე ხმამაღლა ისმოდეს!
8 თებერვალს ჩვენ გავაკეთებთ შეთავაზებას ახალი ბრენდებისთვის, ვინც მზადაა გამოიყენოს შანსი და გააჭენოს “ტალღა”!
** ახალ ბრენდებში ვგულისხმობ ყველა ახალ მცირე მწარმოებელს, რომელსაც ბრენდი შექმნილი აქვს, თუმცა ცნობადობა ამ ეტაპზე მხოლოდ თავის მცირე “ბაბლში” აქვს.