Disclaimer: თავიდანვე ვაცხადებ … ქვემოთ ნაწერი მიიღეთ როგორც პირადად ჩემი – ტარიელ ზივზივაძის მოსაზრება. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შანსი (მიკრო გრანტების) გამოთვლილია მხოლოდ სტატიის დაწერის მომენტში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
ე.ი.
26,307 იდეაა წარდგენილი;
40 მილიონია მთლიანი ბიუჯეტი;
30 ათასია მაქსიმალური გრანტი;
სხვა თანაბარ პირობებში მინიმუმ 1333 იდეა იმარჯვებს;
თუმცა, ბევრს ექნება 30 ათასზე ნაკლები მოთხოვნილი, ასევე გასათვალისწინებელია საორგანიზაციო ხარჯები, ამიტომ ვივარაუდებ მინიმუმ 1400 გამარჯვებულს.
5 ლოტია სულ:
1) კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი – 6520
2) აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი – 5993
3) თბილისი – 5793
4) იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 5143
5) სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი – 2858
ჩემი ვარაუდით იქნება ქვოტები ხუთივე ლოტზე შემოსული განაცხადების რაოდენობის შესაბამისად (+ რამდენიმე სხვა ცვლადის გათვალისწინებით).
ქვოტები შეიძლება იყოს გამარჯვებულთა რაოდენობაზეც, ჯამურ ბიუჯეტზეც და ა.შ.
პრინციპში მთავარი არის არა ქვოტა, არამედ თავად ქვოტირების სისტემა იყოს სამართლიანი. ანუ ბიზნეს კრიტერიუმებით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და არა … მაგალითად ინდუსტრიებით, ან იდეის ავტორების სქესით.
მე რომ “იმ მხარეს ვიყო” ასე გავაკეთებდი:
1) ყველა ლოტიდან იდეების 40 % (პლიუს მინუს 5-10 % სხვა ცვლადებიდან გამომდინარე) გადავიყვანდი შემდეგ ეტაპზე (როცა უნდა წარმოადგინონ დაწერილი ბიზნეს გეგმა)
2) გადასულთაგან კი 10-15 % გავამარჯვებინებდი (პლიუს მინუს ამ რაოდენობის 5-10 % სხვა ცვლადებიდან გამომდინარე)
3) ანუ, ჯამში საერთო რაოდენობის 5-7 % გაიმარჯვებს ჩემი აზრით (აქ ბევრი ცვლადი მოქმედებს). ეს
აწარმოეს 2020 წლის მიკროგრანტების საგრანტო კონკურსში უშუალოდ თქვენი გამარჯვების შანსი გამოთვალეთ ასე:
თუ მაგალითად თბილისის ლოტში ხართ, აქ შევიდა 5793 იდეა, შემდეგ ეტაპზე ჩემი აზრით მინიმუმ 2000 შეიძლება გადავიდეს (დაესწროს ტრენინგს და წარადგინოს ბიზნეს გეგმა), აქედან კი მინიმუმ 250 შეიძლება დაფინანსდეს (ამავე ლოგიკით).
ამ შემთხვევაში თქვენი ამოცანა იქნება დაწეროთ ისეთი ბიზნეს გეგმა (და მოემზადოთ სათანადოდ), რომ აჯობოს მიახლოებით 1900 კონკურენტს (თუმცა ამ ნაწილში მარტო ბიზნეს გეგმას ნუ დავაკისრებთ იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია).
მიხვდით ხომ ლოგიკას? არც ისე დაბალი შანსია, თუ მოინდომებთ.
მთლად რომ გავამარტივოთ ყველაფერი თქვენი შანსი არის 50/50: ან გადახვალთ ან არა.
მეორე 50% კი თქვენს კონტროლს მიღმაა. არასოდეს იცი გადაწყვეტილების მიმღებები საბოლოოდ როგორ გადაწყვეტენ. ასეთ კონკურსებში არის რიგი ფაქტორები, რომლებიც წინასწარ არ ითქმება ხოლმე.
ერთი, რაც ზუსტად იცი არის შემდეგი: პირველი 50% თქვენს კონტროლს ქვეშაა და რეალურად შეგიძლიათ უკეთესი მომზადებით გამარჯვების მეტი შანსი გექნეთ.
როგორ შეიძლება გაზარდოთ თქვენი შანსები?
კარგად გაიაზროთ ბიზნეს იდეა; დაწეროთ ბიზნეს გეგმა ან თქვენით, ან კონსულტანტის დახმარებით; დაწერილში არაფერი მოიტყუოთ, ბოლო-ბოლო საკუთარ თავს მოატყუებთ; უკეთ მოემზადოთ გასაუბრებისათვის და ა.შ. თუნდაც იმით, რომ ეს სტატია ყურადღებით წაიკითხოთ და მისი მიხედვით იმოქმედოთ.
PS
რატომ გავისარჯე ამის საწერად?
როგორც კი 15 ნოემბრის მიდამოში იდეების ეტაპის გამარჯვებულები გამოცხადდებიან, დავაანონსებ და ჩავატარებ ბიზნეს გეგმის დაწერის პროგრამებს, რომლის ფარგლებში მონაწილეების ჩართულობით დავწერ ბიზნეს გეგმებს. თან იმავდროულად ეს იქნება მზადება გასაუბრებისთვის.
თუ ბოლო თვენახევრის გამოცდილებას გავითვალისწინებთ ადგილები მალე შეივსება. ადგილის დასაჯავშნად დამირეკეთ 577 73 70 64!