მიკროგრანტების პროგრამა იწყება. იგი ყოველწლიურად ტარდება და მას უკვე 7,000-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. როგორ მოემზადოთ 30,000 ლარიანი მიკროგრანტების პროგრამისთვის, რომელიც 2020-ის შემოდგომაზე გამოცხადდება?
30,000-მდე ლარი მიკრო გრანტი თითოეულ განმცხადებელს უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა ამ პროგრამისთვის
40,000,000 ლარი პროგრამის ბიუჯეტიც უპრეცედენტოდ მაღალია (თუმცა აქ საორგანიზაციო ხარჯებიც არ დაგვავიწყდეს)
დაფინანსების შანსი აქვს 1,300+ მეწარმეს (ცხადია მეტსაც, ვინაიდან ყველას ხომ არ ექნება ზუსტად 30,000 მოთხოვნილი?)
მოიცავს პრაქტიკულად ყველა ბიზნეს თემატიკას (ცხადია წარმოებაა პრიორიტეტი, ოღონდ პირველადი არა)
მოიცავს მთელ საქართველოს (თბილისსაც. ეს ნიშნავს რომ კონკურსანტების რაოდენობა იქნება უპრეცედენტო)
გამოცხადების დაანონსებული თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020
დასკვნა: მიკროგრანტის აღების შანსი ფაქტობრივად აქვს ყველა მსურველს!
ოღონდ კონკურენცია იქნება უმძაფრესი მინიმუმ ორი მიზეზის გამო:
1) თბილისიც ერთვება. ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი განაცხადი იქნება. რაც რეგიონებიდან, ერთი იმდენი ალბათ თბილისიდან იქნება.
2) ეკონომიკურ გარემოს გადახედეთ რა ხდება ირგვლივ. პანდემიური წელი გვაქვს და ეს დამატებით მოთხოვნას აჩენს ფულადი რესურსების მიმართ.
რა არის საჭირო გამარჯვებისათვის?
ჯობია დაწეროთ ბიზნეს გეგმა!
ანუ, შეასრულეთ თქვენი ელემენტარული “საშინაო დავალება”.
მიკროგრანტების პროგრამაში ჯერ წარსადგენი გექნებათ თქვენი ბიზნეს იდეა, მოკლედ. იდეის მოკლედ ჩამოყალიბება არ არის ადვილი. არც ისაა აუცილებელი ბოლომდე გამართული ბიზნეს გეგმა გააკეთოთ იმ ბიზნეს იდეის ირგვლივ, რომელიც დაფინანსდება თუ არ არ იცი არასოდეს წინასწარ. თუმცა, თუ გინდა შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსები გაზარდო, მაშინ ჯობია დაწერო. დაწერა მაშინაც უკეთესია, თუ ეს მართლა ის ბიზნეს იდეაა, რომელიც ძალიან გინდა რომ განახორციელო და ადრე თუ გვიან განახორციელებ.
გნებავთ თავად დაწერეთ, გნებავთ თავად ისწავლეთ ბიზნეს გეგმის დაწერა და ისე დაწერეთ, გნებავთ მეგობარი დაიხმარეთ, გნებავთ ვისაც გინდა შეუკვეთეთ, მაგრამ დახარჯეთ დარჩენილი დრო მომზადებაში!
ოღონდ კარგად დაფიქრდით …
ისე არ იქნება როგორც ადრე, როცა კონტროლი იყო დაბალი და ბევრმა აიღო წარმოების საშუალებები და მერე მიაყიდა.
უკანასკნელ თეთრს გაგიკონტროლებენ ჩემი ვარაუდით და თუ მართლა გინდათ ბიზნესის დაწყება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ღირს აქ მონაწილეობა. კონკურენცია ძალიან დიდია საიმისოდ, რომ “ნახევარი ძალით” სცადოთ!
30,000 ხეზე არ აბია და მიკროგრანტების პროგრამა ადვილად არავის მისცემს ფულს!
ცოტა მოინდომეთ!
მიკროგრანტების პროგრამა იწყება და ეს კარგი შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ!
ამ პანდემიურ წელს ფულს განა ვინ გჩუქნის?
ცხადია ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაში თქვენი შანსი მაინც 50/50 იქნება (ან მოიგებთ, ან არა), მაგრამ 0%-დან 50%-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!
თქვენითაც შეგიძლიათ გახვიდეთ ფონს ასე:
მოძებნეთ ბიზნეს გეგმის შაბლონი (20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf) და დაიწყეთ მუშაობა.
თუ თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა და მათი დაწერაც შეგიძლიათ, ბიზნეს გეგმას თავადაც დაწერთ. ცხადია ვერ იქნება ეს “მოწოდების სიმაღლეზე” მაგრამ რაღაც იქნება.
სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვის დამიმესიჯეთ FB გვერდზე. პირველ ეტაპზე – იდეების ჩამოყალიბების ეტაპზე ალბათ ვერ გამოგადგებით, მაგრამ უშუალოდ ბიზნეს გეგმის დაწერა კი ბატონო, ჩემი საქმეა.