#6 – როგორც დაარსდა ჩვენი ქვეყანა, როგორც გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, უნდა დაგვეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ ნამდვილი დამოუკიდებლობა ჩვენი რკინიგზის, მიმოსვლის, ჩვენი მრეწველობისა და მეურნეობის განვითარებით.
ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928
ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა რას ნიშნავს როცა საკუთარი ეკონომიკა გაქვს განვითარებული. „სამოთხის ძუძუს“ მუდამ არავინ გაწოვებს! ამიტომ დროულად უნდა მიხედო შენი საკუთარი ბიზნეს სექტორის განვითარებას. ეს კი ვერ მოხდება მხოლოდ წარმოების მხარის განვითარებით. რად გინდა აწარმოო, თუ მომხმარებელს არ უნდა წარმოებული პროდუქტი?
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მთავრობას სწორედ ეს უნდა. მაგრამ ვერცერთმა მდგრად წარმატებას ვერ მიაღწია ამ საქმეში. მიზეზი მარტივია: ის, რაც 150 წლის წინ იყო პრიორიტეტული, აღარ კმარა დღეს. რა თქმა უნდა დამოუკიდებელი ეკონომიკა, განვითარებული ბიზნეს სექტორი, განსაკუთრებით კი წარმოებები აუცილებელი ბაზისია, მაგრამ რად გინდა ეს ყველაფერი თუ ქართველ მყიდველს არ უნდა წართული წარმოების პროდუქტი?
ჩვენს მთავრობას ვურჩევდი საქართველოს მოსახლეობაში ქართული წარმოების პროდუქტის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულების შეცვლაზე იმუშავოს. როცა გვირაბის ბოლოს ბაზარი ჩანს, მეწარმე თვითონ გაინძრევა და გააკეთებს დანარჩენს.