“ორ თვეში, მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც აცვია გერმანულ ჯარს. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა “ლოვა” და “ჰაიქსი”. ფორმები კი, ნატოს სტანდარტის იქნება. გამოიკვეთა კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავდა როგორიცაა გუჩი, ლუი ვიტონი და სხვები. შეიძლება ამ კომპანიასთან ჩვენ გავაფორმოთ სტრატეგიული ხელშეკრულება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ჩატარდება თავდაცვის ძალებში არსებული ყველა, ანუ 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია ნატოს სტანდარტების მიხედვით ” – ირაკლი ღარიბაშვილი.
და [ამ პოსტზე] კომენტარების უმეტესობაა (საბედნიეროდ არა ყველა) …
რომ უნდა მიახველო ისეთი …
ეს არის ქვეყნის ღალატი თავდაცვის სამინისტროსგან! ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირზეა და თქვენ დაკვეთა ქვეყნის გარეთ გაგაქვთ!
ეს არის სირცხვილი საწარმოო სექტორის! თუმცა რა გასაკვირია, პირბადეს ვერ კერავთ ხარისხიანად და ფეხსაცმელს ვინ შეგაკერინებთ?
ჯამურად კი ეს არის ჩავარდნა მთელი მთავრობის და წარმოებების მხარდაჭერის ყველა თქვენი პროგრამის!
☝️ მთავრობა თითქმის 5,000,000,000 (5 მილიარდი) ლარს ხარჯავს წელიწადში. თუ გვინდა დავძლიოთ კარს მომდგარი ? კრიზისი, სახელმწიფო შესყიდვებისას უპირატესობა ? უნდა მიენიჭოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას იქნება ეს ღორის ხორცი, ყველი, თაფლი თუ ჯარისთვის ფეხსაცმელი!