ჩემო კარგებო,
ამ კონკრეტული სტატიით ვიწყებთ 10 პრაქტიკული რჩევის სერიას, რომელიც ნახევარფაბრიკატებს ეხება. ბაზარზე ბევრი სხვადასხვა სახის ნახევარფაბრიკატის მწარმოებელი ქართული კომპანიაა და პროდუქტიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს.
ქართული წარმოების ნახევარფაბრიკატების მხარდაჭერის კამპანია მომზადდა kar.ge-ს მიერ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ კომპანია “svepi” -სთან თანამშრომლობით. svepi – ბათუმში მოქმედი საწარმოა, რომელიც ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს და აჭარის რეგიონში უკეთებს რეალიზაციას.
პრაქტიკული რჩევა #1: როგორ დაზოგო დრო ნახევარფაბრიკატის მოხმარებით?
დღეს ცხოვრების ტემპი ძალიან მაღალია და თქვენ თავს ხშირად ვერ მისცემთ უფლებას დრო საკვების მომზადებაში კარგოთ. ნახევარფაბრიკატების მომზადების დრო სულ რაღაც წუთებში იანგარიშება.
ჩაატარეთ ექსპერიმენტი: აიღეთ ერთი დღე, მიირთვით მხოლოდ ნახევარფაბრიკატები და დათვალეთ რამდენად მეტი დრო გექნებათ იმისთვის რომ აკეთოთ თქვენი საყვარელი და აუცილებლად გასაკეთებელი საქმე.
ხშირად ყიდულობთ ქართულ ნახევარფაბრიკატებს?