ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
IFFE 2019: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში
November 15, 2019
2019 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა KAR.GE და World-OKTA Tbilisi ორგანიზებით 10 მწარმოებლის ?? ქართული ნაწარმი ?? სამხრეთ კორეაში ჩატარებულ IFFE 2019 – International Fermented Food Expo -ზე იყო წარმოდგენილი. IFFE 2019 რიგით მე-17-ჯერ გაიმართა, ქართველები კი მასში უკვე მეოთხედ მონაწილეობდნენ. IFFE 2019-ში ჩვენს მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და Jeollabuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია. დიპლომატიური ფოსტით ტვირთის გაგზავნის საქმეში მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფოსტას. რელიზი იხილეთ აქ: https://kar.ge/iffe-2019-release1/
ქართული ბრენდები IFFE 2019-ზე:
??? “ალალი”-ს ნატურალური წვენები ??? API რეზისტენსი და ფუტკრის შხამი ??? “ასადელი”-ს ღვინოები და ჭაჭა ??? “ქიზიყური ტრადიციული”-ს ღვინოები ??? “საზანო ვაინ”-ის ღვინოები და ჭაჭა ??? “ნინო მერის”-ის ღვინოები და ჩურჩხელები ??? “კოპა”-ს ვაშლის ხილფაფა ??? “არომატი”-ს კომპოტები, მურაბები, აჯიკა, ტყემალი, საწებელი ??? თეას ტრადიციული სუვენირები ??? “ზილფი”-ს აქსესუარები ასევე წარმოდგენილია ბაქმაზი, თაფლი, ჩაი და სვანური მარილი.
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და აი ისიც …
შემაჯამებელი ვიდეო
უღრმესი მადლობა IFFE 2019 ორგანიზატორებს, საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში და პირადად ბნ. ელჩს – ოთარ ბერძენიშვილს, თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ჩაერთო საერთაშორისო ექსპოში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. განსაკუთრებული მადლობა Tbilisi-OKTA-ს წარმომადგენელს, ბნ. Kwang Bok Lee-ს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქართული დელეგაცია ღირსეულად წარმოჩენილიყო IFFE 2019-ზე.