2019 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით უკვე მერვედ შედგა #30დღიანიგამოწვევა. გამოწვევის ფარგლებში ტარიელ ზივზივაძეს პირადად ყიდულობდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას (ძირითადში ისეთებს, რომელთაც მოსახლეობა ყიდულობს ხოლმე დეკემბერში) და წარმოაჩენდა მათ KAR.GE-ს FB გვერდზე პოსტერების სახით.
იხილეთ 42 პოსტერი, რომლებიც შეიქმნა და გაზიარდა გამოწვევის ფარგლებში. გამოწვევის ფარგლებში ჯამურად ყველა პოსტერზე დაფიქსირებული Reach 2 მილიონს გადაცილდა. მთელი ეს Reach ორგანულია (Facebook რეკლამაში თეთრი არ დახარჯულა).
გამოწვევას ჰქონდა მეორე კომპონენტი, რომლის ფარგლებში 36 ადამიანი იყო ჩართული. თუმცა, ეს კომპონენტი ცალკე მიზანს ემსახურებოდა და მასზე ცალკე ანგარიშში მოგახსენებთ.