მსგავსი ადრე თუ გვიან რომ მოხდებოდა ვიცოდი, ამიტომ …
გუშინ დილით ადრე ბავშვებისთვის ერთ-ერთი არც თუ ისე უცნობი ქართული კომპანიის წარმოებული ორი სხვადასხვა არომატის იოგურტი ვიყიდეთ ოჯახში. შესყიდვა მოხდა ჩვენს სახლთან მდებარე მარკეტში. ცხადია ბავშვებმა ეგრევე წაგვგლიჯეს ხელიდან და … თუმცა … ერთი აღმოჩნდა მეტად უსიამოვნო სუნის. აშკარად გაფუჭებული იყო [ოღონდ ვადაგასული არ იყო] …
ბევრი მსგავსი ისტორია ვიცი. ზოგი იმდენად „პოპულარული“ გახდა, რომ ანეგდოტებად გადააკეთა ხალხმა, მაგრამ მე თვითონ როცა მსგავსი რამ მესმის 99% შემთხვევებში არ ვეხმაურები ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი როგორ გორდება ტალახის სროლის კამპანიები. გარდა ამისა ჩემთვის კარგად ცნობილია, რომ მალფუჭებადი პროდუქტი შეიძლება ბევრ ადგილზე გაფუჭდეს: წარმოების ეტაპზეც, ტრანსპორტირებისას, სავაჭრო ობიექტში და მიზეზი შეიძლება მრავალნაირი იყოს.
ამიტომ დიდხანს ვიფიქრე საერთოდ გამეჟღერებინა თუ არა ეს თემა, და თუ გავაჟღერებდი როგორ და რა კუთხით?სწორედ ამიტომ თქვენი დახმარება/რჩევა მჭირდება:
ეს გაფუჭებული იოგურტი ეხლაც მაცივარში მიდევს. ნუთუ ეს მარაზმი რეაქციის გარეშე გავატარო? როგორ ჯობია მოვიქცე?
- ვაცნობო მწარმოებელ კომპანიას და დაველოდო რეაქციას…
- გავაგზავნო ექსპერტიზაზე, მაგრამ სად? და მერე რა?.
- შემოვიფარგლოთ აქ საუბრით და გადაუძახო იოგურტი ნაგვის ყუთში…
- სხვა რა?
გთხოვთ მიაწერეთ თქვენი კომენტარი ქვემოთ …