რელიზი:
2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, ღვინის ბარში – “ვინერია“ (თბილისი, ნ. ბარათაშვილის 2) მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საექსპორტო კატალოგში 55 გამორჩეული კომპანიის 65 ბრენდის ასობით პროდუცია … ჯამში 462 ჩანაწერია წარმოდგენილი.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს წარმომადგენელი, კატალოგში ჩართული მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები, თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები და მედია. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. შედგა რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.
მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მეშვეობით “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაავრცელებს.
უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ არხს სტუმრობისა და გაშუქებისათვის.