ჩვენ უკვე დავაგემოვნე ტკბილი ქვეყანას პასქა და მარშეს პასქა. ეხლა მოდით საკონდიტრო ნარცისის შოკოლადიანი პასქა შევაფასოთ.
საკონდიტრო ნარცისი ეხლა გავიცანი. როგორც ჩანს დიდი ხანია ბაზარზე არიან. კომპანია სააღდგომაო პასქებსაც გვთავაზობს. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 3,5 ლარი ღირს, 350 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში].
რა მომწონს:
- არომატი აქვს შესანიშნავი!
- გემო გადასარევი! შოკოლადით მაინც სულ სხვაა!
- ზომიერად ტკბილია;
- განსაკუთრებულად მომეწონა, რომ საწარმო ISO სერტიფირებულია;
- ეს თვისება არ ვიცი, როგორ აღვწერო. მყარია/მაგარია [და არა ფაფუკი], რაც მომწონს;
შენიშვნები:
- მე პირადად მეტ ქიშმიშს ვისურვებდი პასქაში [ძალიან მიყვარს];
- კომპანიის საიტი არ მუშაობს მეგობრებო, მარტო Facebook გვერდის იმედზე ყოფნას მტერს ვუსურვებ;
- მე მგონი ზედმეტად მშრალია. მცირე ლუკმებით თუ არ მიირთვი, ყოველ ლუკმას სასმელი უნდა მიაყოლო;
[ნარცისს სასაჩუქრე პასკის ვარიანტიც აქვს, 8.5 ლარიანი, 850 გრამიანი, ქაღალდის შეფუთვაში. ნახეთ კომპანიის Facebook გვერდზე].
მოგეწონა? გააზიარე, რომ სხვამაც გაიგოს ამ პროდუქტის შესახებ!