აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დავაგემოვნოთ სხვადასხვა ქართველი მწარმოებლების პასქები და გამოვთქვათ ჩვენი აზრი. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენი მკითხველი ჩვენგან ელის: მიუკერძოებელი აზრი!
ტკბილი ქვეყანა ყველამ ვიცით [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. კომპანია სააღდგომაო პასქებს გვთავაზობს. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 8-5,8 ლარი ღირს, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში].
რა მომწონს:
- არომატი აქვს შესანიშნავი!
 - გემო გადასარევი!
 - ზომიერად ტკბილია;
 - სასაჩუქრედ თუ გინდათ, დიდებული არჩევანი გამოგივათ. გარედან მუყაო, შიგნით მეორე ცელოფნის შეფუთვაა;
 - გულში ქიშმიშის გარდა კიდევ სხვა გემრიელობები აქვს;
 
ერთადერთ შენიშვნა მაქვს მხოლოდ: მე პირადად მეტ ქიშმიშს ვისურვებდი პასქაში [ძალიან მიყვარს]. სწორედ ამიტომ დავდე ასე გაჭრილად, რომ ყველამ ნახოთ [გეფიცებით არაფერი გამომიჩიჩქნია : ) ];
მოგეწონა? გააზიარე, რომ სხვამაც გაიგოს ამ პროდუქტის შესახებ!
KAR.GE