ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დამბალხაჭოობა

დამბალხაჭოობა! ყველის სახლში! 18-19 აპრილს!

ანონსი:

18-19 აპრილს შანსი გაქვთ თბილისში დააგემოვნოთ და შეიძინოთ უნიკალური ფშავური დამბალხაჭო. ამ დიდებული დღეების ორგანიზატორები არიან შპს სანათას სახლი და ყველის მკეთებელთა გილდია. მასპინძელი – ყველის სახლი [ყაზბეგის 20ა].

დამბალხაჭო საერთოდ გაგისინჯავს? ეს შეკითხვა პირველად ჩემს თავს ამ ერთი თვის წინ დავუსვი, როცა პირველად დავაგემოვნე ეს საოცრება. არ ვიცი როგორ მზადდება [დამავიწყდა], მაგრამ ჩემი გემოვნების რეცეპტორებს გეფიცებით არაყთან და წითელ ღვინოსთან ერთად .. იფ … იფ … სხვათა შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ყველის სახლი მართლა მშვენიერი არჩევანია 3 მიზეზის გამო:

  1. აქ ყველის წარმოუდგენლად დიდი არჩევანია;
  2. იქ ქართული წარმოების პროდუქციის ასევე დიდი არჩევანია;
  3. და ამ ყველაფერთან ერთად მინი კაფეც გაგაოცებთ :);

ჩემი რჩევა: ჩაინიშნეთ 18-19 აპრილი და დამბალხაჭო აუცილებლად წითელ ღვინოსთან ან არაყთან ერთად გასინჯეეეეთ …