ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იაპონია

იაპონია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

იაპონია …

… რას ვერჩოდი ხომ ამ ქვეყანას? რა ბევრი იაპონური კი იყიდება ჩვენთან. როგორც ხედავთ არც თუ ისე ცოტა. 2014 წელს მარტო იაპონიისგან ვართ 364 მილიონი აშშ დოლარით „მოწველილი“. იაპონიისგან მიღებული ეს „ტექნიკური“ იპონი ალბათ ტექნიკის და მანქანების შემოტანის დამსახურება უფრო იქნება.

თუმცა უნდა ვაღიაროთ:

ამ იმპორტის უდიდეს ნაწილს ჩვენ ალბათ ვერ ჩავანაცვლებთ. ჩვენ არ/ვერ ვაწარმოებთ ტექნიკას, მანქანებს და სხვა უმაღლესი ტექნოლოგიური დონის პროდუქციას. ისღა დაგვრჩენია დაუკრეფავში არ გადავიდეთ!

მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ეს 364,000,000 აშშ დოლარი ქართული წარმოების პროდუქცია რომ ეყიდა საქართველოს მოსახლეობას, ეს ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 1,200,000,000 [მილიარდი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა!

 

დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!

მონაცემების წყაროა – http://geostat.ge