ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა

სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა, ნამდვილი სტარტაპის

თუ სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა გაქვთ გადაწყვეტილი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ არ გჭირდებათ “სტანდარტული” ბიზნეს გეგმა.

მეტიც, თქვენი საერთოდ არ გჭირდებათ ის, რასაც ბიზნეს გეგმა ჰქვია. თქვენ სხვა რამ გჭირდებათ.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მცირე გადახვევის სახით … გასაგები რომ იყოს ვისთვის ვსაუბრობ …

დღეს რომ სტარტაპებს უწოდებენ იმათი 99% სტარტაპი არის!

საპონს ამზადებ? არ ხარ სტარტაპი!

ტყავის ხელნაკეთ ნაკეთობებს ამზადებ? არ ხარ სტარტაპი!

სამკაულებს ამზადებ? არ ხარ სტარტაპი!

სწრაფი კვების ობიექტი გახსენი? არ ხარ სტარტაპი!

დღეისთვის სიტყვა “სტარტაპი” ისე გაცვითეს, რომ რეალური სტარტაპის მნიშვნელობა იკარგება, ამიტომაც მოკლედ გეტყვით:

თუ თქვენს მცირე ბიზნესში (რეალურად ყველანი, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, მცირე ბიზნესებია და მეტი არაფერი) სწრაფად მასშტაბირებადი ტექნოლოგიური ელემენტი არ ურევია, მაშინ არ ხარ სტარტაპი!

მთავარ თემას დავუბრუნდეთ

თუ სტანდარტული ბიზნეს გეგმა არ გჭირდება, მაშ რა გჭირდება?

GITA-ს 150,000 ლარიანი თანადაფინანსებას პროგრამას იცნობთ?

მისი განაცხადის ფორმა ნანახი გაქვთ?

(თუ რეალური სტარტაპი ხარ, მაშინ გეცოდინება რაზედაც ვსაუბრობ).

სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა დღეს საქართველოში აი იმ ტიპის პროექტით ხდება, რაც GITA-ს აქვს.

შაბლონი რთული არაა, თუმცა თუ ამ საქმეში კვალიფიკაცია არ გაქვს, ვერ დაწერ!

მე ვაკეთებ ამ ტიპის პროექტებს

დიახ, ეს არის პროექტის დაწერა და არა ბიზნეს გეგმის დაწერა. ამ ორს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

2020 წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ მომიწია GITA-სთვის საგრანტო პროექტზე მუშაობა. უნდა ვაღიარო, რომ განსაკუთრებით რთული და იმავდროულად სასიამოვნო პროცესი იყო.

გუნდს ორჯერ ჰქონდა მანამდე მონაწილეობა მინაღები 100,000 ლარიანი საგრანტო პროექტში და ვერცერთხელ ვერ გადავიდა საუკეთესო 40-ში.

თავიდან დეტალურად გავაანალიზეთ თითოეული პროექტის შედეგები, პირველ რიგში კი დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც GITA-ს განაცხადების გვერდზე დაგვხვდა.

იმის შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყევით სქემას. და გავაკეთე რაც იყო საჭირო.

და სტარტაპმა გაიმარჯვა!!!

ჯერ 40 საუკეთესოში გავიდა, შემდეგ კი ერთობლივი მუშაობით TOP 20-შიც მოხვდა (დააწკაპუნეთ აქ)!

ჩემმა მხარდაჭერილმა პროექტებმა მერეც გაიმარჯვეს GITA-ს კონკურსებში არაერთხელ.

თუ GITA-ს შემდეგ კონკურსში აპირებთ მონაწილეობას, გაითვალისწინეთ 3 რამ:

1. დასრულდა ის დრო, როცა 150,000 თანადაფინანსების პროექტში მხოლოდ იდეით მიდიოდი.

დღეს თქვენი იდეები არავის სჭირდება. მინიმუმ პროტოტიპი / MVP მაინც უნდა გქონდეთ. კონკურენცია დიდია. გაჯობებენ!

2. საუკეთესო ვარიანტია, თუ MVP / პროტოტიპი გაქვთ, უკვე “გახედნილიც” გაქვთ და რამე traction უკვე გაქვთ და ემზადებით ზრდის ეტაპისთვის.

ამაზე ნაკლები მდგომარეობით რომ მიმართოთ, თემა უნდა გქონდეთ რაღაც ისეთი, COVID-19-ს რომ ამარცხებს ერთი ხელის მოსმით როგორც დავითი გოლიათს, ხომ ხვდებით? 🙂

3. რაც არ უნდა იდეალური საწყისი პოზიცია გქონდეთ, თქვენ GITA-ს პროექტის ჩამოყალიბება მაინც გაგიჭირდებათ. სპეციფიკური საქმეა ეს.

დამირეკეთ 577 73 79 64. ამ პროექტის დაწერა ცოტა არ დაგიჯდებათ, მაგრამ თუ დამიჯერებთ გიღირთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება ამ პროექტის მოგების შემდეგ!

თავად პროექტის გაკეთების გარდა, ჩემთან ბევრს ისწავლით, თქვენი საქმის უკეთ გაკეთების გზებსაც მათ შორის.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: