აი ეს არის ნამდვილი, უგემრიელესი პური, რომელიც მარტო არომატით “დაგათრობთ” …
საფუარის და სხვა მაიმუნობების გარეშე …
დამზადებული ქართული ჯიშის ხორბლის ფქვილით (ამჯერად ლომთაგორას ფქვილით)
უნივერსამში შევიძინე დღეს 1,49 ლარად
თან აქცია იყო და მეორე – წითელი დოლის პური საჩუქრად მოჰყვა …
1,49 ლარი კიდევ იაფია. როგორც წესი ქართული ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პურის ფასი ნახევარ კილოზე 2 ლარამდე ადის. ამიტომაც, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყოველდღიურად მისი მირთმევა ალბათ ჯერ კიდევ გამოწვევაა.
აქვე დავამატებ, რომ პურის ახლანდელი გაძვირება შეიძლება ასევე განვიხილოთ როგორც სტიმული ადგილობრივი წარმოებისათვის. რაც მეტი იქნება ხორბლის/ფქვილის ფასი, მით მეტად აზრი ექნება ადგილზე, საქართველოში წარმოებას.
ინფორმაციისათვის:
2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!
ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!