თბილისობას გილოცავთ 🙂
6-7 ოქტომბერი ნამდვილი ზეიმი გამოდგა ყველა იმ მცირე ბიზნესისათვის, რომელსაც ან რიყეზე, ან რუსთაველზე ან მეიდანზე ჰქონდა თავისი სტენდი მოწყობილი. ვისაც არ ვესაუბრე, ყველა კმაყოფილი იყო იქ ყოფნით და გაყიდვებით. ამ საქმეში თბილისის მერიას და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის.
აქვე აღვნიშნავ, რომ რუსთაველზე დაახლოებით 50-მდე მცირე ბიზნესი იყო წარმოდგენილი, მეიდანზეც დაახლოებით ამდენივე, რიყეზე ალბათ არაუმეტეს 40. ეს იქედან ვიცი, რომ დღეს საექსპორტო კატალოგები დავარიგე და თან გადავთვალე.
ცალკე აღვნიშნავ გემოვანი ბაზარს, რომელიც კერძო ინიციატივაა და მეიდანზე, ქარვასლის წინ ჩატარდა.
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2174670035891006
გამიკვირდა მხოლოდ ერთი:
ბევრი მცირე ბიზნესი სამივე ადგილას (რიყე, მეიდანი, რუსთაველი) იყო წარმოდგენილი. მეტიც, ზოგს რიყეზეც კი რამოდენიმე წერტილიც კი ჰქონდა. არ ვიცი ეს ორგანიზატორების მინუსად ჩავთვალო თუ მწარმოებლების მხრიდან ინტერესის ნაკლებობას დავაბრალო.