ექსპორტი რამდენადაც საჭირო, იმდენადვე რთული საქმეა …
მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა წინ კი მისი აუცილებელი ინგრედიენტი …
აგერ ბატონო …
ბებოს ჩურჩხელა 2017 წლის მარტში ექსპორტზე გავიტანეთ …
ჩაიხანების ქსელს მივაწოდეთ, და როგორც ჩანს ძალიან მოეწონათ …
მის შემდეგ რამოდენიმენეჯერ სურათები ჩამოგვივიდა …
მაგრამ ეს სულ სხვაა …
როგორც ჩანს TEAHOUSE VIA-ს გუნდს ისე მოეწონა ჩვენი პროდუქტი, რომ სეულში წაიღეს საერთაშორისო ექსპოზე … წაღება ერთია, განლაგებას დააკვირდით სტენდზე. ჩაისაა სტენდი თუ ჩურჩხელას, ვერ გაიგებს ადამიანი …
სეულში ასეთ ექსპოზე ქართული პროდუქტის მოხვედრა რას ნიშნავს იცით?
თან SEOUL FOOD-ზე …
ეწვიეთ ექსპოს ვებსაიტს და თვითონ განსაჯეთ …
ერთი სიტყვით,
მოძრაობა KAR.GE და World-OKTA გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. უსერიოზულეს თემას დავაანონსებთ სულ მალე.