ქართულია & kar.ge-ა!
ქართულია & kar.ge-ას 2–ე ეტაპის ბოლო დღეა. დღეს სამ პროდუქტს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი: ხაში, მწნილი და ტკბილეული. ხაში თავისთავად საინტერესოა და აღმოჩენა იყო. მწნილი გადავიფიქრე, რადგანაც არ მინდოდა მჟავედ გამოგმშვიდობებოდით(დროებით) და არჩევანი ტკბილზე შევაჩერე – ბარამბინო შოკო კრემი – თხილიანი პასტა კაკაოთი, მოცულობა 400 გრამი. ღირებულება 6.00 ლარი.
მიხარია რომ ასეთი ტიპის ქართული და თან kar.ge პროდუქტი გვაქვს, შეფუთვაც ხალისიანი და მიმზიდველი აქვს.
მე შოკოლადის კრემის მომხმარებელი ვარ, რაც ქართულ ბაზარზეა თითქმის ყველა გამისინჯავს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ თუ უკეთესი არ არის, არც არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, უბრალოდ შეიძინეთ, გასინჯეთ და თავად დარწმუნდებით ამაში.
გემშვიდობებით ასე გემრიელად და გისურვებთ შოკოლადივით ტკბილ ცხოვრებას.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.