ქართულია & kar.ge-ა!
სპრედი – ინგლისური სიტყვაა და პურზე წასასმელი რაიმე პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, ეს შეიძლება იყოს კარაქი, მარგარინი, რბილი ყველი და ა.შ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის 60% – იანი, მცენარეულ ცხიმოვანი სპრედი, ეს პროდუქტი შეიძლება ჩავთვალოთ დაბალი ცხიმიანობის მარგარინად, მას მოიხმარენ როგორც ე.წ. სამარხვო კარაქს პურზე წასასმელად.
შპს. „რაჭა“– ს სპრედი შევიძინე სუპერმარკეტ „ფურშეტში“, 100გრამიან შეფუთვაში გადავიხადე 0.58 ლარი.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.