ქართულია & kar.ge-ა!
“ნიკორას” მარკეტში შევიძინე შ.პ.ს “ბეთი და კომპანიის ” მიერ წარმოებული ბულგარული წიწაკის სალათი. 500 გრამიანი შეფუთვა 3.50 ლარი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: ბულგარული წიწაკა, ძმარი, ზეთი, შაქრის ფხვნილი, მარილი, წითელი წიწაკა, ნიორი, ნიახური, შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს: ცილა 1.5 გრამი, ცხიმი 8.5 გრამი, ნახშირწყლები 7.5 გრამი, ენერგეტიკული ღირებულებაა 112.5 კალორია. შეფუთვაზე აწერია, რომ არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. მისი შენახვის ვადა 2 წელია.
წითელი ბულგარული წიწაკის სალათი ძალიან გემრიელია. სუნელებით და ძმარით ძალიან კარგად არის შეზავებული. ზეთი, რომელშიც მოთავსებულია წიწაკის სალათი უგემრიელესია. სასურველია მიირთვათ შემწვარ კარტოფილთან ერთად.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.