ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩაი ელიტა

ჩაი ელიტა – უნდა გასინჯოთ!

ქართულია & kar.ge-ა!

რის გამო არის ეს ასე … ?

იაფი, ძვირი და ა.შ. … ეს ის ბუნებრივი შეკითხვაა, რომელიც მიჩნდება ყოველთვის როცა რაღაც პროდუქტს მოულოდნელ ფასში ვაწყდები …

ჩაი ელიტა – 9.2 ლარი გადავიხადე გუდვილში და არ დაგიმალავთ – ვერ გამეგო რატომ იყო ასე ძვირი მანამ, სანამ არ გავხსენი და დავაგემოვნე დღეს საღამოს. დავრწმუნდი, რომ ჩაი ელიტა მასში დახარჯულ ყოველ თეთრს ამართლებს. და აი რატომ:

  1. ხარისხი ყოველ „ნაკვთში“ იგრძნობა. შეფუთვა გარედანაც და შიგნიდანაც უბრალოდ შესანიშნავია. თავად ჩაის პაკეტები მატერიისგანაა, ძაფიც და ქაღალდიც, ასევე ლითონის სკრეპიც კი მაღალხარისხიანია;
  2. შესანიშნავი არომატი აქვს, უგემრიელესია. ხარისხიანი ჩაი გამისინჯავს, მაგრამ ასეთი იშვიათად;
  3. შიგნით პაკეტში „მტვერი“ კი არ არის როგორც ყველა სხვა დაპაკეტებულ ჩაიში, არამედ ნამდვილი ჩაის ფოთლები. მდუღარე წყალში ჩაგდებისას პაკეტი ისე დიდდება ბურთს ემსგავსება, რომ თითების მოჭერისას პრაქტიკულად ვერ კუმშავ;

ერთადერთ მოკრძალებულ შენიშვნას ვიტყვი მხოლოდ – https://agroexport.wordpress.com/ – აი ეს ვებსაიტი ამ დონის ჩაის ნამდვილად არ შეესაბამება. ბატონებო, გაახლეთ!

 

თქვენც იყიდეთ, გასინჯეთ და დაწერეთ თქვენი აზრი : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.