რესტორანი RUSIKO …
ქართული სამზარეულოს ღირსეული დესპანი ვარშავაში, პოლონეთის დედაქალაქში, ევროპის გულში …
და ეს ჩვენი სიტყვები სულაც არაა …
ხომ გახსოვთ ა.წ. თებერვალში ინტერვიუ დავდეთ RUSIKO-ს სულისჩამდგმელთან – ბნ. დავით თურქესტანიშვილთან? ჰოდა ამ დღეებში რესტორანს ისეთი წარმატების ტუზი დაეცა, რომ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, ვინაიდან ყოველი ასეთი წარმატება საერთო ქართული წარმატებაა!!!
რესტორანი RUSIKO დააჯილდოვა ფრანგულმა კულინარიულმა კატალოგმა “Gault & Millau” იმით, რომ 100 საუკეთესოს შორის აარჩია პოლონეთში! აქამდე არცერთი ქართული რესტორანი არ მოხვედრილა ამ კატალოგში.
ფრანგული კატალოგი “Gault & Millau” [გუი & მიო] ამ სფეროს პროფესიონალებმა კარგად იციან …
ეს კატალოგი 51 წელია არსებობს …
მისი დამაარსებლები არიან Henri Gault და Christian Millau, რესტორნის კრიტიკოსები …
როგორ ხდება შეფასება?
საიდუმლო ინსპექტორებს აგზავნიან და ქულებს ანიჭებენ …
საზეიმო ბანკეტზე ისიც კი აღნიშნეს,რომ ქართული სამზარეულო ერთერთი უძველესია და RUSIKO ქართული სამზარეულოს ღირსეული დესპანია. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ უკვე ბერლინიდან და კანიდან ფრანჩიზას თხოვენ …
მეორე ქართული რესტორანი დამისახელეთ მსოფლიოში, რომელსაც ამაზე დიდი ჯილდო აქვს მიღებული …