ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ფენოვანი ცომი – მარშე

ქართულია & kar.ge-ა!

გიყვართ ცხობა? გემრიელი ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები სხვადასხვა შიგთავსით, უფრო სწრაფად და ადვილად მოსამზადებელი იქნება თუ თქვენ იქონიებთ მზა ფენოვან ცომს.

ყველამ ვიცით, რომ სახლში მომზადებულ ცომს არაფერი შეედრება, მაგრმ ისიც ვიცით რომ ფენოვანი ცომის მომზადება ადვილი ნამდვილად არ არის და თუ ამას დროის უქონლობაც ემატება მაშინ უბრალოდ შეიარეთ ახლომდებარე გუდვილის სუპერმარკეტში და შეიძინეთ ფენოვანი ცომი „მარშე“– სგან.

მოამზადეთ გულსართი ცომი კი გაალღვეთ 10–15 წთ– ის განმავლობაში, შემდეგ უბრალოდ გაშალეთ და მიეცით სასურველი ფორმა. ფორმა მიცემული ცომი კი შედგით ღუმელში 20– 25 წთ–ით და და გემრიელი ფენოვანი ღვეზელებიც მზად არის.

ფენოვანი ცომი – მარშე, დამზადებულია ხორბლის ფქვილითა და მცენარეული ცხიმით. არ შეიცავს გენურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და კონსერვანტებს, შენახვის ვადა 6 თვე, წონა 400გრ.

წარმოებულია საქართველოში შპს „მარშე“–ს მიერ. აქვე მითითებულია ვებ გვერდი www.marshe.ge

რომელზეც  წვალების და მიუხედავად  ვერ შევდივარ, აი Facebook-ზე კი დიდი აქტიურობა შეინიშნება.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.