ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

IFFE 2016. ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

20-24 ოქტომბერი, 2016 …

კორეის რესპუბლიკა, ქალაქი ჯონჯუ …

IFFE 2016 – ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა …

იყო კორეის რესპუბლიკაში გამართული მე-14 უზარმაზარი საერთაშორისო FOOD Expo-ს კორეელი ორგანიზატორის ქართველი პარტნიორი და წარადგინო ქართული საკვები პროდუქციის 46 მწარმოებლის 124 სხვადასხვა სახის პროდუქტის ნიმუში პროდუქტების 17 კატეგორიაში … WOW, ცოტა ხნის წინ ჩვენ მსგავს შესაძლებლობაზე ვერც კი ვიოცნებებდით. ეხლა კი ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ეს ძალიან გვეამაყება!!!

pic1

 

რა? სად? როდის?
2016 წლის 20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის – World-OKTA-ს მოწვევით ქართულმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე საქართველოში 46 მწარმოებლის მიერ წარმოებული 124 სხვადასხვა სახის ნაწარმი პროდუქტების 17 კატეგორიაში 6 სტენდიან ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი. IFFE 2016-ში ქართული დელეგაციის მონაწილეობის ორგანიზატორები იყვნენ Tbilisi-OKTA, World-OKTA-ს თბილისის ოფისი [OKTA – მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და მოძრაობა KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მისიაა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, https://kar.ge). ქართული დელეგაციის კორეაში მხარდაჭერა უზრუნველყვეს IFFE 2016-ის ორგანიზატორებმა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ. თავად IFFE 2016-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/. ქართული დელეგაციის მონაწილეობის დეტალური ანგარიში მოცემულია ქვემოთ.

 

ქართული დელეგაციის 3 SMART მიზანი
1) საქართველოს და მისი უნიკალური პროდუქციის ღირსეული წარმოჩენა. IFFE 2016-ზე წარვადგინეთ 46 მწარმოებლის 124 სხვადასხვა სახის პროდუქტის ნიმუში პროდუქტების 17 კატეგორიაში;
2) ქართული პროდუქციის დეგუსტაციების ორგანიზება, რათა მაქსიმალურად გაგვევო თუ რა პროდუქტზე როგორი შეფასებები დაიდებოდა. IFFE 2016-ზე 17 კატეგორიის პროდუქციის დეგუსტაცია შედგა. პროდუქტების 124 ვარიანტიდან თითქმის 80-მდე გაისინჯა;
3) ქართული სტენდის სტუმრებისათვის პროდუქციის რაც შეიძლება მეტი ნიმუშის დარიგება. ასევე საჩუქრები საპატივცემულო სტუმრებისა და პარტნიორებისათვის. IFFE 2016-ზე ყველა ქართველი მწარმოებლის [46 სულ] ყველა კონკრეტული სახის პროდუქტის [სულ 124] თითო ნიმუში მაინც გავეცით საჩუქრად;

 

სამადლობელი
დიდი მადლობა IFFE 2016 ორგანიზატორებს. ექსპოს ოფიციალური გახსნისთანავე ოლქის გუბერნატორი და IFFE 2016 ორგანიზატორი ქართულ სტენდს ეწვიენ და ქართული პროდუქცია დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ კორეული მხარის მხარდაჭერით პავილიონში პრიორიტეტულ ადგილას 6 სტენდი გვქონდა საერთო ფართით 54 კვადრატული მეტრი, 3 თარჯიმანი გვეხმარებოდა მუდმივად და ა.შ. ყველა პირობა გვქონდა შექმნილი შედეგიანი საქმიანობისათვის.

pic10

განსაკუთრებული მადლობა Tbilisi-OKTA-ს წარმომადგენელს, ბნ. Kwang Bok Lee-ს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქართული დელეგაცია ღირსეულად წარმოჩენილიყო IFFE 2016-ზე. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი სვლა იყო, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდეგი. წინ დიდი საქმეები გველოდება [სურათზე მარჯვნიდან პირველი].

pic2

უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, პირადად ბატონ ელჩს – ნიკოლოზ აფხაზავას და საელჩოს გუნდს – ბნ. ირაკლი ნაჭყებიას, ბნ. ზაალ ჭკუასელს, ბნ. დავით ჩიკვაიძეს. მათი ყურადღება ღონისძიების საქართველოში დაანონსების დღიდან არ მოგვკლებია. ჩვენ ერთად ვიდექით ქართულ საქმეში სტენდთანაც, კონფერენციაზეც და სუფრაზეც. დიახ, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მხოლოდ 4 ქართველი მუშაობს, რომლებთან ერთადაც გუნდში კორეელი მდივანი და მძღოლი შედიან მხოლოდ.

უდიდესი მადლობა თითოეულ იმ კომპანიას, რომელმაც თავისი პროდუქციის ნიმუშები მოგვაწოდა და ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ საქართველო და მისი ხარისხიანი საკვები პროდუქცია ღირსეულად წარმოგვეჩინა. სადაც ნიმუშების რაოდენობამ შესაძლებლობა მოგვცა მასშტაბური დეგუსტაციებიც ჩავატარეთ. უამრავი სურათი & ვიდეო გვაქვს და მათ kar.ge-ზე უმოკლედ პერიოდში განვათავსებთ სტატიათა სერიის სახით [იხილეთ გალერეა].

უდიდესი მადლობა მედია მხარდამჭერებს – საზოგადოებრივ მაუწყებელს და TV პირველს, რომელთაც ჩვენი ინიციატივა მზადების ეტაპზე გააშუქეს. სწორედ ამ მხარდაჭერამ მოგვცა საშუალება, რომ კიდევ მეტ ადამიანს გაეგო IFFE 2016-ის შესახებ საქართველოში.

და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენს გუნდსაც ეკუთვნის. 54 კვადრატულ მეტრი ფართის პავილიონში 14 მაგიდაზე გაშლილ ქართულ პროდუქციას, ასევე დროის ყოველ მომენტში მიმდინარე 6-7 დეგუსტაციას ვემსახურებოდით 3 ქართველი და 4 კორეელი, რომელთაც პერიოდულად შემოგვეშველებოდნენ ხოლმე ჩვენი სხვა კორეელი მეგობრები.
pic4

 

მოვლენათა ქრონოლოგია
Tbilisi-OKTA IFFE 2016-ში მონაწილეობის იდეით ა.წ. ივნისში დაგვიკავშირდა. საკითხის შესწავლის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ შეთავაზება და ივლისის დასაწყისში გავავრცელეთ პირველი განცხადება 10-მდე ქართული კომპანიის მოზიდვის მიზნით. მადლობა TV პირველს / საქმიან დილას, რომელმაც მაშინვე მიაქცია ამ მოვლენას ყურადღება და ჩვენ 14 ივლისს პირდაპირ ეთერში მიგვიწვია. დაიწყო მზადება, რისთვისაც 20 ივლისს შედგა დაინტერესებულ მწარმოებლებთან პირველი შეხვედრა. მზადების მოკლე & ღია შეჯამება kar.ge-ზე გაკეთდა 27 სექტემბერს. მალევე გავავრცელეთ IFFE 2016-ის ვიდეო პრეზენტაცია. დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის მოამბეს, სადაც ამ თემაზე გვქონდა 5 ოქტომბერს საუბარი პირდაპირ ეთერში. 10 ოქტომბერს ღიად გავაცხადეთ მზადყოფნა, რომ წავიღებდით პროდუქციის ნიმუშებსაც. 18 ოქტომბერს ჩვენი გამგზავრებაც და ადგილზე ჩასვლაც გავაშუქეთ. შემდეგ კი მონაწილეობის ოთხივე დღე – დღე 1, დღე 2, დღე 3 და დღე 4 [საერთაშორისო ექსპო 4 დღე მუშაობდა] იმავე დღის ბოლოს შევაჯამეთ. თითოეულ დღეს გვქონდა Faceboook Live ტრანსლაცია უშუალოდ სტენდიდან. თითოეული ზემოთ ხსენებული მედია “გაჟღერება” ხდებოდა პირველ რიგში kar.ge-ზე სტატიის სახით, რომელიც შემდეგ ზიარდებოდა 4 FB page-ზე საერთო Like-ებით – 600 ათასი და 4 FB ჯგუფში საერთო წევრებით 2 მილიონი.

 

როგორ მოხდა ჩვენთვის პროდუქციის ნიმუშების მოწოდება და გამოფენაზე ჩატანა
IFFE 2016-ში მონაწილე კომპანიების მოზიდვის მიზნით ჩვენ ივლისის დასაწყისში გავაკეთეთ ღია განაცხადი, რომელიც ჩვენი რესურსებითაც გავავრცელეთ და ამაში TV პირველი და საზოგადოებრივი მაუწყებელი დაგვეხმარნენ. მონაწილეობის მსურველ კომპანიას კორეაში უფინანსდებოდა ყველაფერი [სეულის აეროპორტიდან ჯონჯუს სასტუმროში ტრანსპორტირება, ყოველდღიური ტრანსპორტირება, კვება, თარჯიმანი, 9 კვადრატულ მეტრიანი სტენდი და ყველა საგამოფენო სერვისი] და მისი გადასახდელი რჩებოდა ავიაბილეთი, ტვირთის ტრანსპორტირება სეულამდე და სასტუმრო ფასდაკლებით. ამ ფორმატში ჩაერთო მხოლოდ კომპანია “ჩირიფრუტი”. ნიმუშების მოწოდების მიზნით ცალკე გავაკეთეთ განაცხადი, ისე რომ ყველას შეეძლო თავისი პროდუქტის მოწოდება. შედეგად მივიღეთ 46 კომპანიის 124 სხვადასხვა სახის პროდუქტი 17 კატეგორიაში, სულ 140 კილომდე სხვადასხვა სახის ქართული ნაწარმი, რომელიც ჩავიტანეთ ექსპოზე. თავისი ნაწარმის უფასოდ გაგზავნის შანსი ჰქონდა ყველა მწარმოებელს. აბსოლუტურად ყველა ნიმუში წავიღეთ, ვინც კი მოგვაწოდა და ამ მიდგომით ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ!

 

IFFE 2016-ზე წარმოდგენილი 46 მწარმოებლის 124 სხვადასხვა სახის ქართული პროდუქტის 140 კილოგრამამდე ნიმუშები პროდუქტების 17 კატეგორიაში [გამაგრილებელი სასმელი, წვენი & ნექტარი, არაყი, აჯიკა, ჩურჩხელა, მინერალური წყალი, ყველი, სუნელები, სასაჩუქრე, თაფლი, ლიქიორი, მწნილები, სვანური მარილი, ღვინო, ჩაი, ჩირი, შოკოლადი]:

არაალკოჰოლური სასმელი Joy [1 სახის], ი.მ. “ტარიელ მიქაბაძე”
კამპა & ჩვენი [12 სახის], შპს “კამპა”
ყურძნის ბადაგი [1 სახის], ი.მ. “მარინა კირსანოვი”
ხორბლის არაყი “დიდგორის ველი” [2 სახის], შპს “დიდგორის ველი”
თაფლის არაყი “თაფლუჯი” [1 სახის], ი.მ. “ვაჟა ჩაფიჩაძე”
ტყემლის არაყი [1 სახის], ი.მ. “თეიმურაზ მეფარიშვილი”
აჯიკა “გარია” [6 სახის], შპს “გარია”
აჯიკა “სუნელი” [6 სახის], შპს “სუნელი”
ბებოს ჩურჩხელა [2 სახის], შპს “ბებოს ნობათი”
ბორჯომი [1 სახის, ბოთლის], შპს “IDS ბორჯომი საქართველო”
დამბალხაჭო [2 სხვადასხვა შეფუთვა/ზომა], შპს “სანათას სახლი”
დაფნა [1 სახის], შპს “გარია”
თათარა [6 სახის], შპს “გრეიფი”
თაფლი ფეფე [2 სახის შეფუთვაში], ი.მ. “გიორგი ტატიშვილი”
თაფლი მაშანეიშვილების საფუტკრიდან [3 სახის: აკაცია, ცაცხვი, წაბლი], ი.მ. “ივანე მაშანეიშვილი”
ლიქიორი “ბაბილო” [1 სახის], ი.მ. “ტარიელ მიქაბაძე”
ლიქიორი “თავისუფლება” [1 სახის], ი.მ. “ტარიელ მიქაბაძე”
ნაბეღლავი [2 სახის ბოთლში], შპს “წყალი მერგებელი”
ნივრის მწნილი [1 სახის], შპს “სანათას სახლი”
სვანური მარილი [10 სახის ძალიან მაღალი ხარისხის მკვეთრად განსხვავებული პარტია, +22 სხვა არომატი ნიმუშებად]. სულ 32 სხვადასხვა სვანური მარილი 21 სხვადასხვა წარმოება/ოჯახისაგან: ი.მ. ემზარ გურჩიანი, სვანური საცხობი №1, დავით ზურაბიანი, შპს “ლილე”, მარლენ გვიდიანი, თამარ ქალდანი, შპს “სუნელი”, მარიკა ხორგუანი, ნინო კალანდია, ხათუნა ციმბელიანი, თამუნა თოდუა, ბალუ რეზესიძე, შპს “Green Dream”, ნინო ხაჭაპურიძე, მარინა გვიჩიანი, ნუგზარ კოპაძე, გურამ ზამთარაძე, ნათია ნარსაიძე, ნუკრი კვარაცხელია, ხათუნა თამლიანი, მარინა სანიკიძე.
ღვინოები [3 სახის], შპს “მადამ K”
ღვინოები [4 სახის], შპს “ვარციხის მარანი”
ღვინოები [3 სახის], შპს “მადამ Wine”
ღვინოები [3 სახის], შპს “ქინძმარაული ყვარელი”
ღვინო “მუკუზანი” [1 სახის], შპს “თელავის მარანი”
ჩაი “შემოქმედი” [7 სახის], შპს “მილმართი”
ჩირები [10 სახის], შპს “ჩირიფრუტი”
ჩირკოლადი [5 სახის], შპს “ბიო-მარგი”
წიწაკა [1 სახის], საოჯახო ბიზნესი
ჭაჭა [1 სახის], შპს “მადამ K”
ჭაჭა “სამაია” [1 სახის], შპს “სამაია ვაინერი”
ჯონჯოლი [1 სახის], შპს “სანათას სახლი”
ამ სურათზე თითო წარმომადგენელი მაინცაა ასახული.
pic5

 

პროდუქტების გამოყენება
1. ესენი გამოვიყენეთ სადეგუსტაციოდაც და სასაჩუქრედაც [ექსპოს ორგანიზატორები, ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს საელჩო, პოტენციური პარტნიორები, buyer-ები]: აჯიკა “გარია”, აჯიკა “სუნელი”, ბებოს ჩურჩხელა, ბორჯომი, დამბალხაჭო, დაფნა, თათარა, თაფლი ფეფე, ნაბეღლავი, სვანური მარილი, ღვინო “ვარციხის მარანი”, ღვინო “მადამ K”, ღვინო “მადამ Wine”, ღვინო “მუკუზანი”, ღვინო შპს “ქინძმარაული ყვარელი”, ჩირიფრუტის პროდუქცია, ჩირკოლადი.
2. ესენი გამოვიყენეთ მხოლოდ დეგუსტაციებისათვის: სასმელები Joy + კამპა + ჩვენი + ბადაგი, ტყემლის არაყი, ლიქიორი თავისუფლება, ნივრის მწნილი, ჭაჭა, ჯონჯოლი.
3. ესენი გამოვიყენეთ მხოლოდ სასაჩუქრედ [ექსპოს ორგანიზატორები, ადგილობრივი ხელისუფლება, საქართველოს საელჩო, პოტენციური პარტნიორები, buyer-ები]: არაყი “დიდგორის ველი”, არაყი “თაფლუჯი”, თაფლი მაშანეიშვილების საფუტკრიდან, ლიქიორი ბაბილო, ჩაი “შემოქმედი”, ჭაჭის სამეული “სამაია”.
4. ესენი შესაფასებლად გავაგზავნეთ უნივერსიტეტის კულინარულ ლაბორატორიაში: სვანური მარილი, ბებოს ჩურჩხელა, ჩირები, დაფნა, წიწაკა.

 

გამართული ღონისძიებები
1. 20 ოქტომბერს შეხვედრები buyer-ებთან ჩვენს სტენდთანაც და სპეციალურად საამისოდ გამართულ მიღებაზეც შედგა. იმავე ტიპის შეხვედრები ყოველ დღე ხდებოდა;

pic6

2. 21 ოქტომბერს შედგა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებლის გამოსვლა კონფერენციაზე თემით “საქართველო, ქართული სამზარეულო და ქართული პროდუქცია”. სპეციალურად ჩვენს მოსასმენად შეიკრიბა 80 კაციანი აუდიტორია Jeonbuk-ის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში;

pic7

3. 21 ოქტომბერს ექსპოს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ბნ. ირაკლი ნაჭყებია და ბნ. ზაალ ჭკუასელი შემოუერთდნენ. სტენდს ნაბეღლავი, ბორჯომი და მუკუზანი შეემატნენ, ჩვენ კი გვერდში მდგომები. ამავე დღეს შედგა საელჩოს და ექსპოს ორგანიზატორების შეხვედრა, სადაც ხაზი გაესვა ქართული დელაგაციის IFFE 2016-ში მონაწილეობის მნიშვნელობას;

pic8

4. 17-ვე კატეგორიის 80-მდე სახის პროდუქტის დეგუსტაცია ჩავატარეთ მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშები ძალიან ცოტა გვქონდა. შედეგად მივიღეთ უძვირფასესი ინფორმაცია, რომელიც მომდევნო გამოფენებში მონაწილეობისას გამოგვადგება. ზოგი დეგუსტაცია სულ 1 საათი გრძელდებოდა [ლიქიორი “თავისუფლება”, გამაგრილებელი სასმელი Joy, ბადაგი და ა.შ.], ზოგი პროდუქტის დეგუსტაცია კი მთელი ექსპოს განმავლობაში [ჩირიფრუტის ჩირები, ჩურჩხელა, ღვინოები და ა.შ.].

 

ადგილობრივ კორეულ მედიაში გასული მასალები: ვიდეო ჩართვები ადგილობრივ TV-სთან და ონლაინ url-ები

1. Jeollabuk-do გუბერნატორის სტუმრობა ჩვენს სტენდთან IFFE 2016-ზე. 14:30, 20 ოქტომბერი, 2016

 

2. IFFE 2016 სიუჟეტი. პირველივე კადრებში ჩანს საქართველოს სტენდი

 

3. daum.net-ზე გამოქვეყნებული სტატია ჩვენს შესახებ

 

სტატიები კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებსაიტზე

1. ინფორმაცია ფერმენტირებული საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის შესახებ

2. Information on the International Fermented Food Expo 2016

 

IFFE 2016-ის კონკრეტული შედეგები [დასახული SMART მიზნების მიღმა], რომლებზედაც ამჟამად ვმუშაობთ:

1. სვანურ მარილს ჰყავს დაინტერესებული მსხვილი კორეელი მყიდველი და ვმუშაობთ მასთან.

2. ჩურჩხელას ჰყავს კონკრეტული დაინტერესებული მსხვილი კორეელი მყიდველი და ვმუშაობთ მასთან.

3. კულინარული ლაბორატორიიდან ველოდებით პროდუქციის შეფასებებს.

4. გაჩნდა უამრავი საინტერესო კონტაქტი, რომლებთანაც გავაგზავნით ქართული ნაწარმის შესახებ ინფორმაციას.

5. ვემზადებით მომდევნო ნაბიჯებისათვის. უამრავი საქმეა წინ …

 

დიდი მადლობა პირველ არხს. 2 ნოემბერს ჩვენი შედეგები პირდაპირ ეთერში შევაჯამეთ:

 

დიდი მადლობა TV ობიექტივს. IFFE 2016-ის შედეგები 3 ნოემბერს პირდაპირ ეთერში შევაჯამეთ.