ქართულია & kar.ge-ა!
დღეს დავაგემოვნე ბულგარული წიწაკა ბრინჯის საკაზმით. მისი მწარმოებელია შ.პ.ს “სასურსათო კომბინატი ბაზი”. საზაფხულო ტოლმის შემადგენლობაში შედის: ბულგარული წიწაკა, ბრინჯი, სტაფილო, პომიდორი, ნიორი, ხახვი, ნიახური, ქინძი, ზეთი და მარილი. თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ ძალიან გემრიელი იყო. უცხოური ბრენდის ბულგარული წიწაკა ბრინჯით რამოდენიმე დღის წინ დავაგემოვნე და არ მომეწონა. შემადგენლობა ოდნავ განსხვავებული იყო, მაგრამ “ბაზის” პროდუქტს არც შეედრება. დღეს, როდესაც ვარჩევდი თუ რა შემეძინა გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და არჩევანი სწორედ ამ ბულგარულ წიწაკაზე შევაჩერე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
საზაფხულო ტოლმა ისე არის მომზადებული თითქოს სახლში, რომელიმე ოჯახის წევრმა მთელი გული და სული ჩადო მის მომზადებაში. გირჩევთ თქვენც დააგემოვნოთ, პროდუქტი არის სამარხვო. სასურველია მიირთვათ პიურესთან ერთად. 700 გრამიანი შეფუთვა 5.50 ლარი ღირს.
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.