ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის დაწერის დრო

როგორია ბიზნეს გეგმის დაწერის დრო?

როგორია ბიზნეს გეგმის დაწერის დრო რეალურად?

როცა ბიზნეს გეგმის დაწერა ზედმეტად სწრაფად ხდება, იგი იქნება ზედაპირული და ვერ შეასრულებს თავის უმთავრეს ამოცანას.

მეტიც, იგი დიდი ალბათობით შეცდომაშიც კი შეგიყვანთ. ამას კი დიდი ფულადი დანაკარგების სუნი ასდის. გაწყობთ ეს?

მეორე მხრივ ბიზნეს გეგმა არაა სადისერტაციო ნაშრომი, რომ ძალიან დიდი ხანი წეროს ადამიანმა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

პანდემიამდე ბიზნეს გეგმის დაწერას 3-4 კვირას ვანდომებდი, თუმცა დღეს, დისტანციურ რეჟიმში, ყველაზე რთულ ბიზნეს გეგმასაც კი 2 კვირაზე მეტს არ ვანდომებ (თუ რა თქმა უნდა დანართებს დროულად მაწვდიან).

3 დღეშიც შემიძლია თუ მცირე პროექტია და შაბლონის მიხედვით დიდი მოთხოვნები არ არის წამოყენებული (როგორც აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა მიკროგრანტების პროგრამისთვის).

ყოველ ჯერზე როცა ახალ თემასთან მაქვს შეხება პირველ რიგში ვინტერესდები თუ რა არის თემა და სად არის დაგეგმილი ბიზნეს გეგმის წარდგენა.

ამას სატელეფონო საუბარიც კი ჰყოფნის …

იმის შემდეგ ვინტერესდები ყველა ნიუანსით …

ვცდილობ მოვიპოვო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დამეხმარება გავარკვიო თუ რა არის თემა, რამდენად ვიცი მე ეს თემა, და რაც მთავარია, ვცდილობ გავიდო დაახლოებით რა დრო და ბიუჯეტი დასჭირდება საქმის შესრულებას, ბიზნეს გეგმის დაწერას …

ამ ეტაპს ვეძახი ამოცანის შეფასებას …

თემის გარკვევის შემდეგი ეტაპზე მნიშვნელოვანია ვისთვის მზადდება პროექტი. ეს იმიტომ, რომ თითოეულ “სამიზნეს” თავისი მოთხოვნები აქვს. სულ სხვა ფორმატია საჭირო RDA-სთვის, სულ სხვა ფორმატითაა წარსადგენი აწარმოეს მიკროგრანტისთვის.

რა ძირითადი ეტაპებია ამ დროს?

1. ამოცანის „მოხარშვა“

პროექტზე მუშაობისას დახარჯული დროიდან ნახევარს ღრმად თემის შესწავლას ვუთმობ.

მაქვს ჩემი შაბლონი, საკითხების და ყოველ მათგანზე შეკითხვების კრებული, რომელთაც გავდივარ დამკვეთთან და ვპოულობ პასუხებს.

პაზლი აგიწყვიათ?

სანამ აწყობას დაიწყებთ ჯერ ხომ ყველა უნდა ამოატრიალოთ?

ჰოდა ამ მიზანს ემზახურება შესწავლის  პერიოდი …

მე უნდა ბოლომდე გავერკვე ყველა დეტალში …

რომ სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება შევძლო …

ამ დროს კი გამოცდილება ფასდაუდებელია …

გამოცდილება იმისა, რომ ყოველი თემა ბოლომდე გაბურღო …

ამ ფაზის სრულფასოვნად შესრულებას ყველა ვერ ახერხებს …

ცხადია ეს დრო შეიძლება შემოკლდეს თუ თემა კარგად ვიცი …

ხშირად ამ თემაში თავად დამკვეთი მეხმარება და ეს ერთობლივი სამუშაოა.

თუ დამკვეთს მოძიებული აქვს ყველა შეკითხვაზე პასუხი (ბიზნეს გეგმის დაწერადობას დაწყებამდე ვამოწმებ) ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

მას შემდეგ რაც დისტანციურად მუშაობაზე გადავედი, 2 ან 3 live სესიას ვუთმობ ამ ეტაპზე და როგორც წესი სრულიად საკმარისია.

2. ბიზნეს გეგმის დაწერა

როცა უშუალოდ დაწერის ფაზაზე გადავდივარ იმ მომენტში უპასუხო შეკითხვები დარჩენილი არ უნდა მექნეს.

ამ დროს ყველა საჭირო საკითხზე პასუხი გაცემული მაქვს და უშუალოდ ვწერ … ოღონდ წერას თავისი წესები აქვს.

აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველა ბიზნეს გეგმა ახლიდან უნდა დაწერო, ყველა პუნქტი.

ანუ შაბლონულ ტექსტებს ვერ გამოიყენებ ადამიანი … თუ რა თქმა უნდა პროფესიონალურად ეკიდები საქმეს.

აი მაგალითად 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf. შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მხოლოდ ინფორმაციისთვის, ნიმუშად, გონების შენჯღრევისთვის.

სხვათა შორის …

ხშირად ჰგონიათ, რომ ნიმუში რახან აქვთ (დავუშვათ სასტუმროს აკეთებს ადამიანი და საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის ნიმუში მოიპოვა, ან სამაცივრეს აკეთებს და სამაცივრე მეურნეობის ბიზნეს გეგმა მოიპოვა), “ეშველათ”!

ნურას უკაცრავად!

ნიმუში მაქსიმუმ გამოგადგეთ სტრუქტურის გასააზრებლად.

ყველა აბზაცი ხელახლა გადასაწერი გექნებათ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე. ასეა ეს!

3. ბიზნეს გეგმის გაშარაშინება

დაწერილი ბიზნეს გეგმის ფორმაში მოყვანა, რეზიუმეს დაწერა, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება და ა.შ. ყველაფერი ბოლო ეტაპზე ხდება.

ამ დროს აუცილებელია ბიზნეს გეგმას დამკვეთმაც გადახედოს და საჭირო შეკითხვები დაისვას.

ასეთ ფორმაში მყოფ ბიზნეს გეგმას რომ გადახედავ მთელი წყება ახალი იდეებისა გაგიჩნდება, რომელთაც ვერანაირად ვერ შობ თუ ერთიან სურათს ასეთი ფორმით არ ხედავ.

რომ შევაჯამოთ,

ბიზნეს გეგმის დაწერის დრო დამოკიდებულია გაწეული სამუშაოს მოცულობაზე და ჩემთვის 3 დღიდან 2 კვირამდე პერიოდს მოიცავს.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: