არ გაგივა ამ ერთ კვანძში შეკრულ მსოფლიოში ასეთი ხისტი ნაბიჯები, როგორიც ზიმბაბვემ გააკეთა და კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი სახეზეა … საინტერესო აქ ისაა, რომ ამ მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ და მოვლენათა ქრონოლოგიურად დალაგებაც შეგვიძლია საიმისოდ რომ დავრწმუნდეთ შემდეგში: ხისტ მეთოდებს ამ სფეროში პერსპექტივა არ აქვს …
ა.წ. 30 მაისს ზიმბაბვეში ადგილობრივი პოპულარიზების კამპანია დაიწყო …
პარალელურად იმპორტის შემზღუდველი ღონისძიებები დაანონსეს …
იმდენად გაუტიეს, რომ იმპორტი დაბლოკეს …
გავიდა სულ ცოტა დრო და აყვირდნენ საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისგან ზეწოლაა და ხისტი მეთოდები უნდა გავაუქმოთო …
ეხლა კი ახალი მტერი გაჩნდა …
კონტრაბანდა გაიზარდა …
გაიზარდა კი არა, კონტრაბანდას მიაქვს თურმე ზიმბაბვე …
ადგილობრივ მევაჭრეებს სულ არ არინტერესებს რას იძახის მთავრობა …
მაინც თავისას აგრძელებენ …
ოღონდ უფრო მომგებიანად …
აკრძალული ხილი ხომ იცით რა გემრიელია და თან რა მომგებიანიც?!
„გველი ხვრელიდან სხვისი ხელით უნდა გამოიყვანოო“ – ძველი „იტალიური“ ანდაზა ამბობს და ზიმბაბვეს მთავრობამ ამ „რისკიანი“ საქმის თავისი ხელით კეთება დაიწყო … შედეგმაც არ დააყოვნა …
გავითვალისწინოთ ჩვენც …
დაგვიდგება მალე დრო, როცა მსგავსი საკითხები გააქტიურდება საქართველოში …