ე.ი., საქმე რაშია …
მასაჩუსეტსის შტატის სოფლის მეურნეობის რესურსების დეპარტამენტისა და მასაჩუსეტსის რძის ნაწარმის მარკეტინგის ბორდის მიერ 6 გრანტი გაიცა 143,420 $ ოდენობით. მთლიანად წლის განმავლობაში კი უკვე 180,000$-ზე მეტია გაცემული. ვისზე? საზოგადოებრივ ჯგუფებზე, რომლებიც შტატში წარმოებული რძის ნაწარმის გაყიდვებზე, მარკეტინგზე და იმიჯზე იმუშავებენ.
46,840 გაიცა მასაჩუსეტსის რძის მწარმოებელთა ასოციაციაზე რაღა მოქოქოს კამპანია სლოგანით – „A splash of mass in every glass”, რომლის მიზანია რომ მოსახლეობამდე იიტანოს მთავარი სათქმელი: 160 რძის ფერმის ნაწარმის შესყიდვა აუცილებელია.
43,000 $ გაიცა Deerfield Community-ზე, რომელიც მასაჩუსეტსის ფერმერული პროდუქციის მარკეტინგზე და გაყიდვებზე მუშაობს შტატის მასშტაბით.
გარდა ამისა გრანტები გაიცა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებზე, რომლებიც ყველანი მუშაობენ საერთო მიზნისკენ: შტატში რძის ნაწარმის პოპულარიზაცია, სკოლებში ფერმერული პროდუქციის საუზმეზე მისაწოდებლად, გამოფენებზე მონაწილეობისათვის და ა.შ.
აი ასეთი ტიპის პროექტები აკლია ჩვენი სოფლის მეურნეობას!!!
იმედია ეს აზრები ჩაწვდება სადაც საჭიროა იქ!!!