აშშ-ში, ვისკონსინის შტატის, RACIN-ის საგრაფოში გადაწყვიტეს შეექმნათ ადგილობრივი ბიზნესების დირექტორია. ვისთვის? რა თქმა უნდა ადგილობრივი მომხმარებლისათვის. რატომ? რა თქმა უნდა ადგილობრივის პოპულარიზებისათვის …
მოძრაობა KAR.GE გვბაძავენო ვერ ვიტყვით …
იმათი გადმოსახედიდან ალბათ პლანეტაზეც არ შევიჩნევით …
მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში, ვისკონსინის შტატში იგივეს „ცდილობენ“ რაც ჩვენ უკვე გვაქვს KAR.GE კატალოგის სახით. სუპერ!
აი დაათვალიერეთ თავად დირექტორია. დიდი არაფერია, დირექტორიასაც ვერ უწოდებ ისეა გაკეთებული, მაგრამ მაინც კარგია.